პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი სესიაშვილი მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ მემორანდუმთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება დაინტერესებულია,რომ არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. სესიაშვილი ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლება გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობის საშალებას არ მისცემს:
"თუ ვინმე არის დაინტერესებული, რომ ქვეყნაში არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და თავისუფალ რეჟიმში, ეს რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა და მეტიც, ყველა ცივილიზებულ პოლიტიკურ ძალას ამის სურვილი უნდა ჰქონდეს და ასე უნდა იქცეოდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომლის ფარგლებშიც მოსალოდნელია, უფრო სწორად ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებს და მათთან ასოცირებულ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული ბოროტი ზრახვები, მე ვიტყოდი, რომ ეშმაკი ჰყავთ შეჩენილი და ცდილობენ, რომ არჩევნები გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოახდინონ დესტაბილიზაცია, ჩვენ რა თქმა უნდა, ამის უფლებას არ მივცემთ“ - განაცხადა სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






