დუმას არჩევნებში მონაწილეობის აგიტაცია აფხაზეთში - ე.წ ელჩი მიმართვაში რუსეთს დიდებულ ქვეყანად მოიხსენიებს
პოლიტიკა - 12:52, 16 Sep, 2016     1779
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთთან თანამშრომლობის წარმომადგენლობაში „ამომრჩეველთა კლუბის“ მესამე სხდომა გაიმართა, რომელიც რუსეთის ფედერაცის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებს მიეძღვნა. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის დე ფაქტო ელჩმა სემენ გრიგორიევმა აღნიშნული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აფხაზეთში მაცხოვრებელ რუსეთის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა:

“მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ, მოვუწოდებ მონაწილეობა მიიღონ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში. ამ ღონისძიების მნიშვნელობის დაკნინება არ შეიძლება. იმდენად, რამდენადაც არჩევნებში მონაწილეობით, მათ საშუალება ექნებათ გავლენა მოახდინონ ისეთი დიდებული ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ფორმირებაზე, როგორიც რუსეთია“- განაცხადა გრიგორიევმა.

ე.წ ელჩის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ არჩევნების ჩატარებაში ადგიოლობრივი საარჩევნო სტრუქტურები აქტიურად დაეხმარებიან.

რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების VII-ე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა არჩევნები 2016 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. იმის მიუხედავად რომ არჩევნები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც ტარდება, არჩევნების ჩატარების და საარჩევნო უბნების რაოდენობას რუსეთის საარჩევნო კომისია განსაზღვრავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42