"მშვიდობის მემორანდუმის გაფორმების იდეა არა პრემიერს არამედ "თავისუფალ დემოკრატებს“ გვეკუთვნის"-დოლიზე
პოლიტიკა - 12:35, 16 Sep, 2016     1548
,,არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების იდეა არა პრემიერ-მინისტრს, არამედ ,,თავისუფალ დემოკრატებს“ გვეკუთვნის“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

საარჩევნოდ ქცევის წესებზე შეთანხმების მნიშვნელობაზე იმისათვის, რომ წინასაარჩევნო გარემო ორიენტირებული იყოს პროგრამებსა და პლატფორმებზე და არა ცემა-ტყეპაზე, უღირსად მოხსენიებასა და სიძულვილის ენაზე, ვიქტორ დოლიძემ ჯერ კიდევ ივნისის თვეში პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. სწორედ ვიქტორ დოლიძე არის ავტორი “საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ“ პარლამენტის განცხადების პროექტის, რომელიც პარლამეტში მან 20 ივნისს წარადგინა.

პარლამენტის 22 ივნისის პლენარულ სხდომაზე “საარჩევნო პერიოდში ეთიკის კოდექსი” დაამტკიცეს. საკანონმდებლო ინიციატივას მხარი 87-მა პარლამენტარმა დაუჭირა.

“ქცევის კოდექსის” თანახმად, პოლიტიკურმა პარტიებმა უარი უნდა თქვან სიძულვილის ენაზე, ან ისეთი გამონათქვამების გამოყენებაზე, რომელიც არის პროვოკაციული, ცილისმწამებლური, ღირსების შემლახველი, ქსენოფობიური, შეიცავს მუქარას ან ადამიანს ნებისმიერი ფორმის ძალადობისკენ უბიძგებს. ამასთან, საარჩევნო პროცესის განმავლობაში, პოლიტიკური პარტიების მიერ დაცული უნდა იყოს დადგენილი თამაშის წესები და ეთიკური სტანდარტები, რაც წარმოადგენს საზოგადოების ნდობის მოპოვების მნიშვნელოვან წინაპირობას და კარგი მმართველობის ერთ-ერთ უმთავრესს კომპონენტს.

”რამდენიმე თვის წინ პარლამენტში ჩემს მიერ ინიცირებული იყო დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა წინასაარჩევნო ქცევის კოდექსს, ე.წ. ქცევის წესებს. ეს დოკუმენტი შევიმუშავეთ ევროპარლამენტარებთან კონსულტაციებით. ეს იყო ძალიან მრავლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც შეეხებოდა სიძულვილის ენის არ გამოყენებას, დაპირისპირებაზე უარის თქმას, ორიენტირის გაკეთებას პროგრამებზე, პლატფორმებზე და საკუთარი თავის და აქედან გამომდინარე, ამომრჩევლის პატივისცემას. იმ პერიოდში ამ დოკუმენტს ”ნაციონალური მოძრაობის” გარდა ყველა საპარლამენტო ძალამ მოაწერა ხელი. მე ვფიქრობ, იქ ყველაფერი ნათელია და ახალი ველოსიპედების გამოგონება რა საჭიროა, მე ვერ გავიგე. ამას ელემენტარულად პოლიტიკური ნება სჭირდება”, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42