„8 ოქტომბერს დაგესმევათ წერტილი ნაძირალა მოღალატებო.რაც გინდათ ის დამარქვით ნაცი, ნაცი არ ჯობია ქოცობას?ჯობია და 100 თავით ,თავის დროზე პარანოიკები მეგონა ნაცები ყველგან მოღალატეები რო ელანდებოდათ,არა და რა მართლები ყოფილან და არ გვეჯერა.ისტორია გამოგიტანთ განაჩენს ხოლო შენ გოგილო წვერებით სადმე თავისუფლების მოედანზე უნდა ეკიდო სამართლიანი ეს იქნება!“- წერს მარტიაშვილი.
გარდა ამისა ქართველი ოფიცერი, GHN-ისათვის მიცემულ ინტერვიუში გოგა ხაინდრავაზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, აფხაზეთში მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა პირადად იყო ჩართული მოსახლეობის ძარცვასა და ნაძარცვის აფხაზეთიდან გაზიდვაში.
“აფხაზეთის ომის დროს გვარდიის მეშვიდე ბატალიონის მეთაურად ვმსახურობდი. დანამდვილებით ვიცი, რომ აფხაზეთში ნაყაჩაღარის 30% გოგა ხაინდრავასი იყო. საცოდაობაა, რომ საქართველოში დემოკრატია იმის სასწავლებელი გახდა, ვინც შეთავსებით ხან რეჟისორია, ხან მძარცველი, ხან სახელმწიფო მინისტრი. თუმცა, მე მზად ვარ ხაინდრავას მისი საქმიანობა შევახსენო 1992 წელს - აფხაზეთში, რაც ძალიან კარგად მახსოვს. ეს საქმიანობა მიმართული იყო სოხუმის ჩაბარებისკენ“ - აცხადებს ოფიცერი.
სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში ასევე ვკითხოლობთ:
“გოგა ხაინდრავა იცით რეებს აკეთებდა? მაგალითად, ერთი ჩემი მეგობარი ბატალიონის მეთაური (ვინც ახლა ხმას არ ამოიღებს) მიყვებოდა, რომ თუ სამხედრო შენაერთს რაიმე იარაღის მიღება უნდოდა, ხაინდრავასთან ერთად წამალი უნდა „გაეჩხირა და მაშინ ტყვიამფრქვევს კი არა, საჰაერო-საზენიტო დანადგარსაც კი მიიღებდა”.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი GHN-თან ამბობს, რომ მზად არის ბრალდება სასამართლოშიც გაიმეორეოს და მოწმეებიც დაასახელოს.
ინტერვიუში დავით მარტიაშვილი „ჰერაკრატიის“ გადაღების მიზნებზეც საუბრობს და გოგა ხაინფრავასთან წარსულ ურთიერთობასაც იხსენებს.
“ჩვენ რუსთან ვბრძოლობთ და ესენი, რუსს ასიამოვნონ, ყველაფერზე მიდიან. მერამდენედ უნდა დაასხას გოგა ხაინდრავამ თავსლაფი საქართველოს? უკვე თვლა აღარ არის. ოსებმა რომ ქართველი დაწვეს, იმ ოსებმა ხაინდრავას მიცსეს უფლება გადაეღო და ევროპას ისე „შეასაღა“, თითქოს იმ ხეზე ოსები იწვოდნენ და არა ქართველები. აი, ასეთი მოღალატეა. ფილმი გადაიღო, ვიღაცას რაღაცას ასწავლის, იმედი აქვს „ჭამენ“ როგორც ის ცოცხები „ჭამეს“. მაგას არც საქართველო აინტერესებს და არც დემოკრატია. გამორჩენა ამოძრავებს მხოლოდ. მე სიმართლეს ვლაპარაკობ. თუმცა კი, ხაინდრავას მადლიერი უნდა ვიყო: 13 წლის წინ ისანში რომ ამბოხი მოხდა, ედუარდის დროს, მე დამაპატიმრეს და გოგა ხაინდრავა დადიოდა, ჩემს გასათავისუფლებლად ხელმოწერებს აგროვებდა. „უმადურიაო“ იტყვიან. მაგრამ მიმიფურთხებია ასეთი დახმარებისთვის: არ მჭირდება ადამიანი, ვინც რუსის თამაშს თამაშობს და ქვეყანას ყელს ჭრის.
არ გავჩუმდი ამიტომ და ვამბობ, რაც ვიცი. თან არავითარი სენსაცია არ არის, რადგან მე რასაც ვამბობ, ყველამ, ვინც აფხაზეთში იბრძოდა, იცის, რას აკეთებდა ხაინდრავა.
მე ვიცი, რომ ამ სიმართლისთვის საქართველოში პრობლემები მექნება: კაცმა ბიძინას ფულით კინო გადაიღო და იმ კაცს რომ ვულანძღავ, პრობლემები მექნება აბა არ მექნება?
მაგან დაღუპა აფხაზეთი და მისი საკეთებელი რატომ უნდა იყოს პოლიტიკა საქართველოში? მანდ გუშინ რა ჭამეს ის არ ახსოვს ხალხს და გოგას ჰგონია, 25 წლის წინადელი აღარვის ახსოვს მაგრამ მე მახსოვს და ყველას გავახსენებ. მალე ალბათ თვითონაც მოყვებიან და თუ ვერ ამოიღებენ ხამას, იყონ, როგორც გოგამ უწოდა, ერთხელ „ჩაჯ...ები“- აცხადებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი ოფიცერი.
მარტიაშვილის განცხადებით, სკანდალური ინფორმაციის გავრცელებასთან „ნაციონალურ მოძრაობას“ ან საქართველოს მესამე პრეზიდენტს არანაირი შეხება არ აქვს.
მეტიც უკრაინაში მყოფი მებრძოლი ამბობს, რომ სურვილიც კი არ აქვს მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს.
„ არავითარი „ნაცები“ მე არ მალაპარაკებენ. სიმართლეს ვლაპარაკობ. სააკაშვილთან არანაირი ურთიერთობა არა მაქვს და არც სურვილი მაქვს მასთან შეხვედრის. პოლიტიკოსი არა ვარ და არც მაინტერესებს. ქვეყნის სიყვარული მალაპარაკებს“- ამბობს მებრძოლი GHN-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






