დავით უსუფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პედრო აგრამუნტს შეხვდა
პოლიტიკა - 12:29, 16 Sep, 2016     1085

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპული კონფერენციის ფარგლებში, საქართველოსპარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტსშეხვდა.

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაიხსენა მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოში,ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურისესიის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოხდა.

დავით უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ცდილობს ჰქონდეს რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობა ევროსაბჭოში არსებულ ყველაორგანიზაციასთან. „ჩვენ, ასევე ადეკვატური ვართ იმ კონსტრუქციული კრიტიკის მიმართ, რომელიც ევროსაბჭოსგან შეიძლება მოდიოდეს, ვინაიდან ჩვენთვისღირებულია ყველა ის შენიშვნა, რომელიც ქვეყნის განვითარებაში დაგვეხმარება“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მხარეებმა ისაუბრეს წინასაარჩევნო გარემოზეც. პედრო აგრამუნტმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წარმომადგენლებიუკვე თბილისში არიან, ხოლო უშუალოდ არჩევნებს, საპარლამენტო ასამბლეიდან, 30-მდე დამკვირვებელი ეყოლება.

უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასამბლეის კრიტიკული პოზიცია რუსეთის მიმართ, საქართველოსა დაუკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო, უცვლელი დარჩება.
სტრასბურგში მიმდინარე ორდღიან ფორუმს, რომელიც მუშაობას დღეს დაასრულებს, ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და პარლამენტისწევრები ესწრებიან.

ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში 350-მდედელეგატი იღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერაა ორგანიზებული, ევროპის წინაშე არსებულგამოწვევებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში პარლამენტების როლზე მსჯელობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42