„ჩვენი ქვეყნის ნაციონალურ ინტერესს წარმოადგენს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიღწევა"- ლევან გოგიჩაიშვილი
პოლიტიკა - 11:37, 16 Sep, 2016     1241
ლევან გოგიჩაიშვილი - “ქართული ოცნება” გააგრძელებს რაციონალურ, ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ საგარეო პოლიტიკას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრები გაიმართა ჩიქოვანის, მიცკევიჩის, ბალანჩივაძის ქუჩის მოსახლეობასთან. ლევან გოგიჩაიშვილი მოქალაქეებს პარტია “ქართული ოცნების” პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენი ქვეყნის ნაციონალურ ინტერესს წარმოადგენს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიღწევა. უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ჩვენ ვდგამთ სწორ, პრაგმატულ ნაბიჯებს. NATO - ში გაწევრიანება იყო და რჩება უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად, მხოლოდ NATO - ს შესწევს უნარი, შესაბამისი პოლიტიკური და სამხედრო რესურსები, უზრუნველყოს მისი წევრების უსაფრთხოება. ამავე დროს, ვაგრძელებთ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაღრმავდება აშშ-თან პარტნიორობა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა განვითარებისათვის“,-აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-სთან ხელი მოეწერა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს, რაც უპრეცედენტო თანამშრომლობას გულისხმობს ამერიკასა და საქართველოს შორის. „ჩვენ შევძელით, რომ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გატარებით და პარტნიორებთან თანამშრომლობით კონფლიქტების ეფექტიანი პრევენცია მოგვეხდინა. საქართველო გააგრძელებს რაციონალურ, ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას მომავალშიც. გპირდებით, რომ ჩვენი გუნდი ეროვნული ინტერესების ხარჯზე რუსეთთან კომპრომისზე არასოდეს წავა“,-აღნიშნა გოგიჩაიშვილმა მოსახლოებასთან შეხვედრაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42