„ადამიანი, რომელიც ჩვენს თვალწინ მოკლეს, შემდეგ დაწვეს და ამაზე ბევრი იღლიცინეს“...
სოც.მედია - 11:14, 16 Sep, 2016     10499

ეს ღლიცინი ყველაფერი იყო ჩემთვის, ყველა უბედურებისა და დაავადებული საზოგადოების დიაგნოზი, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და ბლოგერი გიორგი კიკონიშვილი, ტრანსექსუალის მკვლელობას იხსენებს და დღევანდელ რეალობასა და „გატრუხებულ“ ტრაგედიებზე საუბრობს.

გიორგი კიკონიშვილი: „რამდენიმე საათის წინ მთავრობის კანცელარიასთან, ჩვენს თვალწინ თავის მოკვლა სცადა სისტემისგან ყველა კუთხით გათელილმა მოქალაქემ. ეს ამბავი მალევე მარტივ ნიუსებად დაიშალა, წინასწარგანჭვრეტადი სათაურებით, გავაკეთეთ განცხადება, დავაშეარეთ და დავმწუხრდით.

დავმწუხრდით არა მხოლოდ იმის გამო, რაც მოხდა, არამედ იმის გამოც, რამდენად ადვილად გადავაგორეთ ჩვენს თვალწინ წუთების წინ განხორციელებული თვითმკვლელობის მცდელობა.

სამივე ხელისუფლებისა და მედიის ბრუტალური "რეალითი შოუების" დამსახურებით ადამიანებს ტრაგედიები იმდენად "გაგვიტრუხდა", რომ ზოგჯერ არათუ შოკში ჩავარდნა, აღშფოთებაც კი გვიჭირს ხოლმე. ეს პირადად ჩემთვის მას შემდეგ დაიწყო, რაც გავიგე ამბავი საბი ბერიანისა, ადამიანისა რომელიც ორიოდე წლის წინ ჩვენს თვალწინ მოკლეს, შემდეგ დაწვეს და შემდეგ ამაზე ბევრი იღლიცინა გახარებულმა ბრბომ.

პირადად ჩემთვის ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია და ყველაზე კატასტროფული დიაგნოზი ჩვენი საზოგადოებისა. არა იმიტომ, რომ ახალგაზრდა ადამიანი მოკლეს, არა იმიტომ, რომ ტრანსსექსუალი მოკლეს, იმიტომაც კი არა, რომ მოკლეს და შემდეგ დაწვეს. (ასეთი მკვლელობები არაერთი გვინახავს, ომებიც, სამოქალაქო ომებიც, ვისღა გააკვირვებ?)... არამედ იმიტომ, რომ შემდეგ ამაზე ნახევარი საზოგადოება ღლიცინებდა - საკუთარი უდანაშაულო მოქალაქის სიკვდილზე.

ეს ღლიცინი ყველაფერი იყო ჩემთვის, ყველა უბედურების დიაგნოზი, დაავადებული საზოგადოების დიაგნოზი, რომელსაც ისიც კი ვერ გაცნობიერებია, რომ იქ, სადაც უდანაშაულო ადამიანის სიკვდილზე ღლიცინებ, ეს სიკვდილი ადვილად, თავისუფლად იწყებს თარეშს და კაცმა არ იცის, ვის მიადგება.

საბის ტრაგედიის შემდეგ ერთადერთი შეკითხვა მიტრიალებდა თავში: "რაღა უნდა მოხდეს, რომ გამიკვირდეს?" და ეს კითხვა, რომელიც უკვე ჭირივით მძულს, გონებიდან არ ამომდის.

ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ტრაგედიები, რომელზეც ვფიქრობთ, რომ იმის იქით აღარაფერი გაგვაკვირვებს. ვსხედვართ ასე, გატრუხებული ემოციებით და ვწერთ განცხადებებს. ამ წერა-წერაში კი, ვისურვებდი ეს კითხვა ამგვარად შემოგვეტრიალებინა: აუცილებელია კი, გაკვირვებამდე მივიდეთ?

რა მარტივია კითხვაზე პასუხი, არა, არაა აუცილებელი, მაგრამ რა ძნელია ამის რეალობაში განხორციელება ისე, რომ თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის იდეების გარშემო არა ათი, ოცი, ოცდაათი, ან ასი, ან ორიათასი, არამედ მთელი საზოგადოება შემოიკრიბო, იმისთვის, რომ მერე ესე ტრაგედიაგატრუხებულები აღარ ვისხდეთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42