თბილისის საკრებულოს ბიუროკრატია, თანამშრომელთა რაოდენობა და გაზრდილი ხელფასები - IDFI კვლევა
პოლიტიკა - 10:40, 16 Sep, 2016     1805
თბილისის საკრებულოს დაფინანსებასა და არსებულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა კვლევა გამოაქვეყნა სათაურით "თბილისის საკრებულოს ბიუროკრატია!". კვლევის მიხედვით საკრებულოს საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა 45%-ით არის გაზრდილი. კვლევის პერიოდი 2011-2015 წლებია.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, თბილისის საკრებულოს დაფინასება ყოველწლიურად მატულობს - უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საკრებულოს დაფინანსება გაორმაგდა:

· 2011 წელი - 6,072,200 ლარი;

· 2012 წელი - 6,131,800 ლარი;

· 2013 წელი - 10,029,700 ლარი;

· 2014 წელი - 13,351,400 ლარი;

· 2015 წელი - 13,633,300 ლარი;

· 2016 წლის გეგმა - 14,052,000 ლარი.

2016 წლის 19 ივლისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის საკრებულოს აპარატს მიმართა მოთხოვნით, მოეწოდებინა ინფორმაცია 2011-2015 წლებში გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯებისა და დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ.

მიღებული მონაცემების მიხედვით, საკრებულოს დაფინანსების ზრდა უმეტესწილად განპირობებულია თანამშრომელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი მატებით. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2011 წელთან შედარებით, თბილისის საკრებულოს აპარატის საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა 45%-ით, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა.

2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თბილისის საკრებულოში დასაქმებული იყო 171 საშტატო და 24 შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მდგომარეობით დასაქმებულია 248 საშტატო და 232 შტატგარეშე თანამშრომელი. საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომლების მკვეთრი მატება განაპირობა 2013 წლიდან მაჟორიტარი წევრის ოფისების შექმნამ, ფრაქციების რაოდენობის ზრდამ და აპარატში შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმებამ.

2013 წლიდან შრომის ანაზღაურების ფონდი დაახლოებით გაორმაგდა, რაც თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად განპირობებულია გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების მნიშვნელოვანი ზრდით. პრემიების გაცემის თვალსაზრისით გამორჩეულია 2014 წელი, როდესაც საკრებულოს წევრებზე გაიცა 925,885 ლარი, ხოლო საშტატო თანამშრომლებზე 3,287,540 ლარი. 2015 წელს საკრებულოს წევრებზე პრემიის ნაცვლად გაიცა 457,065 ლარის ოდენობის დანამატი, ხოლო საშტატო თანამშრომლებზე პრემია - 1, 376,211 ლარი და დანამატი - 969,858 ლარი.

2015 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებამ 3 მილიონს გადააჭარბა მაშინ, როდესაც 2011 წელს დაახლოებით 180 ათას ლარს შეადგენდა. 2015 წელს შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემულია 194,864 ლარის ოდენობის პრემია.

2011-2015 წლებში სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2014 წელს ფიქსირდება და დაახლოებით 3-ჯერ აღემატება 2011 წელს გაწეულ ხარჯებს.

იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს სატელეფონო საუბრებზე გაწეული ხარჯები, რომლის შემთხვევაში 2011 წლიდან კლების ტენდენცია შეინიშნება და 2015 წლისთვის დაახლოებით განახევრდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42