ინოვაციური ბიზნესის დაფინანსების ხელმისაწვდომობა ევროპის 24 მილიარდიანი ფონდიდან - საინვესტიციო ბანკის პრეზენტაცია
პოლიტიკა - 20:19, 15 Sep, 2016     1397
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მოხსენებით წარსდგა ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივ ღონისძიებაზე, სადაც საქართველოში არსებული ინოვაციური ბიზნესისთვის ფინანსური დახმარების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის საკითხები განიხილეს.

„ამ ღონისძიების მიზანია ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირება ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის 24 მილიარდიანი ფონდის შესახებ, რომელზე წვდომაც საქართველოს აქვს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეძლევა ევროპულ ფონდებზე წვდომის შესაძლებლობა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინოვაციური ბიზნესის დაფინანსებაზე, კვლევების დაფინანსებაზე - ეს არის ძალიან მაღალრისკიანი ბიზნესი და შესაბამისად, კომერციულ ბანკებს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს სჭირდებათ განსაკუთრებული ცოდნა და მხარდაჭერა იმისთვის, რომ აღნიშნული განახორციელონ. სწორედ ამისთვის შექმნილია InnovFin - პროგრამა, რომელიც კომერციულ ბანკებს, იმ ინსტიტუტებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ დააფინანსონ ინოვაციური პროექტები, მხარს უჭერს და შესაბამისი სპეციალური საგარანტიო პროგრამებით ახდენს გარანტირებას იმისა, რომ აღნიშნული სესხები იქნება დაბრუნებული. ასევე სხვა მრავალი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მნიშვნელოვანია ინოვაციური პროექტების განვითარებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ გარდა კომერციული ბანკებისა, მომავალში პროექტების წარდგენა პირდაპირ შეეძლებათ უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებს და ყველა იმ დაწესებულებას, ვინც დაინტერესებულია ინოვაციური ბიზნესიდეებისა და კვლევების განვითარებით”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, დღეს ევროპის კომისიასთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად საქართველოში ტარდება ღონისძიება, რომლის ძირითადი მიზანია პრეზენტაციების გამართვა და ინფორმაციის მიწოდება კომერციული ბანკებისა და ინოვაციების განვითარებით დაინტერესებული ყველა პირისთვის. „ისინი მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოახდინონ აპლიკაციების გაკეთება და შემდგომ ფინანსების მიღება 24 მილიარდიანი ფონდიდან, რომელზეც საქართველოს წვდომა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ასევე პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ხელმოწერის შემდეგ გაეხსნა“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებას მთავრობის წამომადგენლები, ფინანსური ოფიცრები, ინოვაციური კომპანიების მენეჯერები, ფინანსური შუამავლები, ქართული სტარტაპები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42