ირაკლი კობახიძე პარტიებს მოუწოდებს, აიღონ პოლიტიკური პასუხიმგებლობა და უარი თქვან კონტრაქციებზე
პოლიტიკა - 19:42, 15 Sep, 2016     1289
კონტრაქციების გამართვა და სხვა სუბიექტისთვის აგიტაციაში ხელის შეშლა არის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის მიუღებელი ფორმა, კონტრაქციები არის პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის, ძალადობის პროვოცირების ყველაზე საშიში ინსტრუმენტი,- ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„გვსურს, ერთხელ კიდევ გამოვხატოთ ჩვენი მკაფიო პოზიცია საარჩევნო პროცესში კონტრაქციების გამართვასთან დაკავშირებით, რაზეც გუშინ გააკეთა შესაბამისი განცხადება ჩვენმა ლიდერმა, გიორგი კვირიკაშვილმა. ერთხელ კიდევ ვაცხადებთ, რომ კონტრაქციების გამართვა და სხვა სუბიექტისთვის აგიტაციაში ხელის შეშლა ჩვენთვის არის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის მიუღებელი ფორმა. კონტრაქციები არის პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის, ძალადობის პროვოცირების ყველაზე საშიში ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, პარტიების მხრიდან კონტრაქციებზე უარის თქმით, მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი პროვოკაციების მოწყობისა და ძალადობის პროვოცირების რისკ“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესში აგიტაციის მხოლოდ კორექტული ფორმების გამოყენებაზე. „ამასთან, უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში ჩვენ არაერთგზის მოვითხოვეთ პოლიტიკური პარტიებისგან ანალოგიური პოზიციის დაფიქსირება. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო პარტია, რომელმაც უარი თქვა, აეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონტრაქციების არგამართვაზე. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ პარტიის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა კიდეც კონტრაქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. პროვოკაციების მოწყობისა და განსაკუთრებით, ძალადობის პროვოცირების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონტრაქციების არგამართვაზე. ამ მიზნით, ვთავაზობთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, შეუერთდნენ შესაბამის მემორანდუმს, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების ჩატარება კორექტულ და მშვიდობიან გარემოში. მემორანდუმის ტექსტი ჩვენ შეგვიძლია დავუგზავნოთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და მზად ვართ დავიწყოთ აქტიური კონსულტაციები ტექსტთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, იმედი გვაქვს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი შეურთდება ამ მემორანდუმს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42