,,საქართველოში გრძელდება და სისტემურ ხასიათს იღებს პირად სივრცეში ჩარევის შემთხვევები" - ანა დოლიძე
პოლიტიკა - 19:29, 15 Sep, 2016     2519

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გუშინ, ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„სამწუხაროა, რომ საქართველოში გრძელდება და სისტემურ ხასიათს იღებს მოქალაქეების პირად სივრცეში ჩარევის შემთხვევები და იმ ინფორმაციების გამომზეურება, რომელიც ორი კერძო პირის საუბარს შეეხება“ - განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, პირად სივრცეში ჩარევის შემთხვევებზე პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა იმოქმედონ და მომხდარი გამოიძიონ.

"საქართველოს პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულებას და შესაბამისი ორგანოების მხრიდან მსგავსი ჩარევის შემთხვევების გამოძიებას, თუმცა არასწორი იქნებოდა, რომ ჩვენ მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებისკენ გავიშვიროთ ხელი. სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მედიის ვალია კანონის მიერი ვალდებულების გარდა, ზნეობრივი ვალდებულებით ერთად შეებრძოლოს პირადი სივრცის დარღვევას. მესამე სეგმენტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვყო ესენი არიან ჩვენი პოლიტიკური ლიდერები. პოლიტიკოსები, რომლებსაც ხელეწიფებათ მოსახლეობის აზრზე ზემოქმედება და როდესაც ისინი ხელს უწყობენ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირებას, პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც მონაწილეობენ პირადი სივრცის დარღვევებში" - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძემ "რუსთავი 2"- თან ინტერვიუში დაანონსებულ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით აც გააკეთა კომენტრი.

"ბუნებრივია, ჩვენ კონკრეტულად ამ შემთხევაში ვერ ვისაუბრებთ რაიმე ოპერატიულ მასალაზე, ამ მასალას ფლობენ შესაბამისი უწყებები. ამ მომენტში ჩემი არც სამსახურებრივი ამოცანა, არც დანიშნულება, როგორც საპარლამენტო მდივნის, არ არის ამ ამოცანის ფლობა“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42