"სრული ამორალობა და დანაშაულის წახალისებაა, ეს ადამიანი არის უვიცი ან კომფრომისტი"- გვარამია ჩუგოშვილის განცხადებაზე
პოლიტიკა - 19:04, 15 Sep, 2016     3124

"რუსთავი 2"- ის გენერალური დირექტორი საქართველოს ყოფილ პრემიერს, რომელმაც დღეს არ გამორიცხა, რომ ჩანაწერი შესაძლოა გვარამიამ გაავრცელა ლოგიკას უწუნებს.

ნიკა გვარამიამ დღეს "ქართული ოცნების" ახალი სახე თამარ ჩუგოშვილიც გააკრიტიკა და თქვა, რომ ის კომფრომისტი​ა.

"მინდა შევეხო ამ სტუდიაში მყოფი, ივანიშვილის მარიონეტის თამარ ჩუგოშვილის განცხადებებს და მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანმა განიცადა უდიდესი დეგრადაცია. მე მასზე მაღალი წარმოდგენის არასდროს ვყოფილვარ, თუმცა დღეს მის მიერ გაკეთებული განცხადებები არის იმის დადასტურება თუ რას უშვება ადამიანებს ბიძინა ივანიშვილი. ქალბატონმა ჩუგოშვილმა რომელიც მთელი ცხოვრება იყო უფლებადამცველი აქ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ჩანაწერის მოპოვება უკანონოა ის შეფასების შესაძლებლობას იძლევაო. და მოიყვანა ჰილარი კლინტონის მაგალითი. ეს ადამიანი არის უვიცი ან კომფრომისტი​, ანდა ორივე ერთად. ჰილარი კლინტონის მიმოწერა გასაჯაროვდა, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირის აშშ-ში, იგი შეიცავდა დანაშაულებრივ ნიშნებს, უკანონო ლობირებას და თავისთავად და ცხადია ამგვარი მიმოწერა გახდებოდა საჯარო. ჩემი და ბატონი პაატას საუბრის ამასთან დაპარალირება როგორ უნდა მოხდეს მე არ ვიცი. არცერთი არ ვართ არც ერთ სახელმწიფო თანამდებობაზე. ეს იყო პირადი საუბარი და არ ეხებოდა საჯარო ინტერესს და მისი შეფასება ხელისუფლების მხრიდან სრული ამორალობაა და დანაშაულის წახალისებაა. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ ამის უკან დგას ხელისუფლება"- აღნიშნა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა.

მისი თქმით, ფარული ჩანაწერების გავრცელების უკან ხელისუფლების ყოფნას ადასტურებს ის აქტი, რომ ჩანაწერი უსწრაფესად გაავრცელეს სახელისუფლებო მედიის წარმომადგენელმა.

"დაკითხონ რეპორტიორი, თუ ეჭვი ეპარებათ, რომ მე დავრეკე მათთან, მაგრამ საზოგადოებამ იცის რეპორტიორი ვისი საიტია დღეს, საზოგადოების თვალწინ, სახელმწიფო მედიამ "იმედმა" დაასპონსორა ეს ჩანაწერი. საინტერესოა, როდიდან დაინტერესდა იმედი ჩემი პოზიციის გაჟღერებით. ეს მინდა ვკითხო ივანიშვილს, რომელსაც არც ლოგიკა ახასიათებს, არც გონიერებით გამოირჩევა ერთადერთი რითაც გამოირჩევა არის ფული და მანიაკალური მისწარაფებები ჰყავდეს ზებრები და ზვიგენები"- აღნიშნა მან.

გვარამიამ ივანიშვილს მდიდარი აფთარი, "ქართული ოცნების" კი "აფთრის მოდგმა" უწოდა.

გვარამია თამარ ჩუგოშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ქართული ოცნების ახალმა წევრმაკურიერში საუბრისას გააკეთა. ჩუგოშვილმა გვარამია ბურჭულაძის ჩანაწერსა და ჰილარი კლინტონის სკანდალურ ჩანაწერს შორის პარალელები გაავლო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42