“ამ სისულელეებს ჭიკაიძე ყველაზე ლამაზად ამბობდა“ - ბოკერია ივანიშვილის განცხადებას ბოდვას უწოდებს
პოლიტიკა - 18:25, 15 Sep, 2016     1598
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია ყოფილი პრემიერის ბრალდებებს გამოეხმაურა.

როგორც მან "კურიერთან" აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილი "ისეთივე ბოდვაა, როგორც ის, რომ ენმ რადარებიდან გაქრება".

"მისი მარიონეტების შემდეგ, ამ ჯაჭვში ბელადი ივანიშვილიც ჩაერთო დღეს ვერ მოითმინა, მანამდე ამ სისულელისა და ბოდვის ტირაჟირება პრემიერსა და შს მინისტრს დაავალა. როცა საზოგადოებისთვის არაფრის თქმა არ შეგიძლია ამ ტიპის ბოდვა უნდა ჩართო, ისინი თვლიან, რომ მსგავსი განცხადებებით შეძლებენ ამომრჩევლის დაშინებას. ეს მათ ვერ უშველის - ეს არის ილუზია. დააკვირდით რაზე ხარჯავს ივანიშვილი და მისი გუნდი დროს, მათ არ აინტერესებთ საზოგადოება, არც ის პრობლემები რაც არის, სიღარიბე, არც კრიმინალი რომელიც ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს. ისინი ამაზე არ საუბრობენ, ყურადღებას ამახვილებენ ნაციონალურ მოძრაობაზე და რაღაც არეულობის სცენარზე. ოთხი წლის განმავლობაში მათ უნიათობის და არეულობის მეტი არაფერი უკეთებიათ, საუბრობენ მხოლოდ ოპონენტებზე და არეულობაზე, მახსოვს ჭიკაიძის განცხადებები საბურავებზე, ის სტანდარტი იყო, ეს კაცი ყველაზე ლამაზად ამბობდა ამ სისულელეებს"- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით ივანიშვილის შეფასება რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ეს ბოლო შემოდგომაა", ისეთივე ტიპის განცხადებაა, რომელსაც ის წლების წინ აკეთებდა და ამბობდა, რომ "ენმ რადერებიდან გაქრებოდა, რაც საბოლოოდ არ მოხდა".

"აბსურდის თეატრში ვართ გამუდმებით, ერთის მხრივ საფრთხე ვართ, მეორეს მხრივ კი 10 ადამიანს ვერ გავიყვანთ პარლამენტში. ეს არ არის საზოგადოების მთავარი პრობლემა, პრობლემა ის რომ 4 წელია ჰყავს ივანიშვილის ხელისუფლება ამ ბინძური ცილისწამებით ცხოვრობს"- დასძინა ბოკერიამ.

მისი თქმით, ივანიშვილის განცხადებები, რომ "კრიმინალი კარგადაა" და ეკონომიკა წინ მიდის, თუმცა მას ხალხი ვერ ხედავს" შეურაცხმყოფელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42