ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის ფარული სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ადმაიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია კომენტარს აკეთებს. ბესელია მიიჩნევს, რომ დღევანდელ რეალობაში მსგავსი ჩანაწერის გავრცელება ხელისუფლების ინტერესში არ შედის:
“დღევანდელ რეალობაში, როდესაც ასეთი ჩანაწერი საჯაროვდება, ეს არ არის ხელისუფლების ინტერესი და ხელისუფლება, რომელსაც აქვს პასუხიმგებლობა გააზრებული არ მოქმედებს ასე. იმიტომ, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც ეს საუბარი და ცალკე თემაა მისი შინაარსი, ასეთი სატელეფონო საუბარი საჯაროვდება ყველა იწყებს პერსონალური თავდასხმებს ინსტიტუტებზე მათ შორის უსაფრთხოების სამსახურზე, პოლიტიკურ გუნდზე და ასე შემდეგ. ამიტომ ქართული ოცნების ინტერესში არ არის ასეთი საუბრის გასაჯაროება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






