ოზურგეთის მერმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა
პოლიტიკა - 15:48, 15 Sep, 2016     1489

ქალაქ ოზურგეთის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელთან ლელა იმედაშვილთან ერთად ქალაქის ყველა საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

საზეიმო ღონისძიებები ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. მოსწავლეებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი წარმოადგინეს, სკოლის დირექტორებმა და პედაგოგებმა კი კურსდამთავრებულთა მიღწევებსა და სკოლის წარმატებებზე ისაუბრეს .

ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე:

,,ვულოცავ ჩვენი ქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მინდა ეს დღე განსაკუთრებულად პირველკლასელებს მივულოცო. ისინი დღეს პირველად მიდიან სკოლაში და ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ. ქალაქ ოზურგეთის საჯარო სკოლები მართლაც გამორჩეულია, როგორც საგანმანათლებლო პროცესის მაღალი დონით, ასევე, წარმატებული მოსწავლეებით. ქალაქის მერია ყოველთვის მათ გვერდით დგას და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ’’

საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი:

,, წელს ქალაქ ოზურგეთში 350- ზე მეტი პირველკლასელი გვყავს. წლიდან წლამდე მათი რიცხვი იზრდება და ეს ძალიან სასიხარულოა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველკლასელებს პორტაბელური კომპიუტერები წელსაც გადასცა. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქალაქში საგანმანათლებლო პროცესი ასეთი დადებითი ემოციებით დაიწყო. ვულოცავ ყველას და ვუსურვებ წარმატებას“.

წინა წლების მსგავსად ქალაქ ოზურგეთის საჯარო სკოლებმა ქალაქის მერიისგან ფულადი დახმარება წელსაც მიიღეს. თანხა სკოლებს მოთხოვნის შესაბამისად გადაეცათ.

სასკოლო განათლება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. წლის მანძილზე, დამატებით, ქალაქის მერია სკოლის მოსწავლეების სხვადასხვა აქტივობას აფინანსებს. ასევე, აჯილდოებს წარმატებულ მოსწავლეებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42