ბევრ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მოსალოდნელია არჩევნების მეორე ტური - IRI
პოლიტიკა - 15:17, 15 Sep, 2016     1189
“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების ანგარიშს აქვეყნებს.
IRI- ვარაუდობს, რომ ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მოსალოდნელია მეორე ტური.
"სავარაუდოდ, არჩევნები იქნება კონკურენტული ყველა დონეზე; ბევრ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მოსალოდნელია არჩევნების მეორე ტური"- წერია დოკუმენტში

ანგარიში ნათქვამია, რომ მონიტორინგის პერიოდში [1-25 აგვისტო] საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, თუმცა დასტურდება ადგილობრივი ოფიციალური პირების მიერ ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტები.

„წინასაარჩევნო კამპანიის გარემო განისაზღვრა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, როგორც მშვიდი და მიზანმიმართული, განსაკუთრებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით. თუმცა, დაინტერესებულმა მხარეებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ შეიძლება იყენებდეს ადმინისტრაციულ რესურსებს საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის. სავარაუდო არამიზნობრივი გამოყენება გულისხმობს სახელმწიფო მოხელეების იძულებას (მასწავლებლების, საჯარო მოხელეების, და სხვა), მხარი დაუჭირონ პარტიას, დაესწრონ მის აქციებს ან ხმა მისცენ „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“; აღინიშნება იმ საჯარო მოხელეების დაშინება, რომლებიც აღიქმებიან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებად; ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების გავლენის გამოყენება ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო საქმიანობის შეზღუდვის მიზნით. ამგვარი არაოფიციალური საჩივრები ყველაზე ხშირი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან. ფიქსირდებოდა პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და შევიწროების ფაქტები, ოფისების წინააღმდეგ განხორცილებული ვანდალიზმის ფაქტები, ცეცხლის გაჩენა, საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლება და სხვა სადამსჯელო ზომები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ან ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან. უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული საჩივრები არ იქნა დამტკიცებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის ან შესაბამისი სასამართლოების მიერ და ისინი არ შეესატყვისება სხვა ოპოზიციური პარტიების ანგარიშების უმეტესობას. თუმცაღა, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს კამპანიის მიზნებისათვის და ახდენს საჯარო მოხელეების მიმართ ზეწოლას და დაშინებას“, - ნათქვამია ანგარიშში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42