დიმიტრი ქუმსიშვილი რუსთავში „მაკდონალდსის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო
პოლიტიკა - 14:56, 15 Sep, 2016     1671
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი რუსთავში „მაკდონალდსის“ ახალი რესტორნის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრო. რესტორანი, რომელიც რუსთავში, მეგობრობის გამზირზე აშენდა, საქართველოს მასშტაბით, „მაკდონალდსის“ ქსელის რიგით მე-11 სწრაფი კვების ობიექტია, რომელშიც 62 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, „მაკდონალდსის“ ეს რესტორანი განსაკუთრებულია, რადგან გამოირჩევა მომსახურების ახალი, ეფექტური პლატფორმით, აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მასში მოქმედებს 24 საათიანი „დრაივის“ სერვისი. დიმიტრი ქუმსიშვილტან ერთად „მაკდონალდსის“ გახსნის ღონისძიებას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჯიქია და ბიზნესმენი თემურ ჭყონია ესწრებოდნენ.

„ეს არის სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი. აქ შეიქმნა არა უბრალოდ სწრაფი კვების ობიექტი, არამედ მეგობრული ეკოსისტემა ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, ყველა იმ პირისთვის, ვისაც უნდა დასვენება და ხარისხიანი მომსახურეობის მიღება“ - აღნიშნა დიმიტრი ქუსმიშვილმა

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასევე შეიქმნა სკვერი და გარემონტდა ის შენობები, რომლებიც არის „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

„თვითონ რესტორანში ჩადებულია 5 მილიონის ინვესტიციები და ეს იყო სწორედ ის ვალდებულება, რომელიც კომპანიას ჰქონდა სახელმწიფოს წინაშე აღებული. დღეს რესტორანში 62 ადამიანია დასაქმებული, ისინი არიან სულ რუსთაველები და შესაბამისად, სწორედ მათ მიეცათ დასაქმების შესაძლებლობა. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიის დამფუძნებლებს და მენეჯმენტს იმიტომ, რომ მათ რუსთავში ნამდვილად მოახერხეს და მოაწყვეს ზეიმი. ასევე მინდა მივულოცო რუსთაველებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა დღეს უკვე თავიანთ ქალაქში მიიღონ იმ სტანდარტის მომსახურება, რომელსაც ქართული „მაკდონალდსი“ გვთავაზობს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რუსთავის „მაკდონალდსის“ საბავშვო ტერიტორია მოიცავს დაბადების დღის დარბაზსა და სათამაშო ზონას, „დრაივი“ კი მომხმარებლებს 24 საათის განმავლობაში ემასახურება. რესტორანი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

მაკდონალდსის მთლიან ქსელში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა, ამ ეტაპისთვის, 828 ადამიანს შეადგენს. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს უკვე 11 ფილიალი აქვს - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42