„ინფრასტრუქტურა საჭიროა იმისთვის, რომ სახელმწიფო და ბიზნესი განვითარდეს. ამ მხრივ გზის გაკეთება ეჭვქვეშ არ უნდა დავაყენოთ. დღევანდელი ტექნიკა ისე განვითარდა, რომ არ იყო მამისონზე გზა, მაგრამ სააკაშვილმა მოახერხა და მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები. სწორედ რომ მოახერხა, ის სისულელეები რომ არ გაეკეთებინა, მე რუსების „გაპრავებას“ არ ვაპირებ, ეს ასე არ მოხდებოდა და არ გაფორმდებოდა. თქვენ გახსოვთ იქ მშვიდობისდამცველები იდგნენ და დანარჩენებიც თქვენ გახსოვთ კარგად. გზა საჭიროა კომუნიკაციისთვის, საჭიროა ყოველგვარი ურთიერთობების გასაღრმავებლად. ნურავის აქვს ილუზია, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობები არ უნდა დავალაგოთ და გავაღრმავოთ. ის არის ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელი, მთელი მსოფლიო იღწვის რუსული ბაზრისთვის, სანამ ომს მოგვიხერხებდნენ, მანამ „ცივი ომი“ ქონდათ და რუსული ბაზარი დაკეტეს ქართული პროდუქციისთვის, აი ეს მოახერხეს მათ. ქართველებს ტვირთავდნენ და ვაგონებით გამოყავდათ, ისეთი ისტერიული ფონი შექმნეს სახელმწიფოთა ურთიერთობაში. ეს ფონი ამ გაუაზრებელმა ხალხმა შექმნა. ჩვენ აუცილებლად უნდა დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობა.“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






