“ალყაში ვიყავით... დაგვდევდა წითელი მანქანა, ორი კაცი იჯდა“ - ნათია ფანჯიკიძეს პრემიერთან კითხვები აქვს
სოც.მედია - 13:27, 15 Sep, 2016     3362
„სახლთან უკვე შეიძლება ითქვას ალყაში ვიყავით... რატომ და რა უფლებით დამყვებიან? საშიში პირი ვარ?“ - კითხულობს სოციალურ ქსელში ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე და ამ ფაქტთან დაკავშირებით პასუხს პრემიერ კვირიკაშვილისგან მოითხოვს.

ნათია ფანჯიკიძე: „დილა მშვიდობის საქართველო. გუშინ საღამოს ამ სამ მეგობართან ერთად ვიყავი კაფეში. მათგან ორი თავდემების წევრია, ორიდან ერთერთი კი ისნის მაჟორიტარი. ალბათ სხვა დროსაც მდევნიან, მაგრამ თავს არ მამჩნევინებენ, ან მე ვარ უყურადღებო.

ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, თავი ძალით შემამჩნევინეს, გვაგრძნობინეს, რომ ეშმაკს არ სძინავს. დაგვდევდა ფოტოზე ასახული წითელი მანქანა, ორი კაცი იჯდა, წრეც დაგვარტყეს ჩემს სახლთან, გაგრძელებული დამშვიდობების საუბარში გართულებს, გამჭრიახი მზერით დაგვაკვირდნენ და მოშორებით დადგნენ იმ შავ მანქანასთან, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენმა მეგობარმა დააფიქსირა ფოტოზე, გორში მიმავალ ირაკლის რომ მისდევდა. მოკლედ, სახლთან უკვე შეიძლება ითქვას, ალყაში ვიყავით.
ცხადია, ისევე არაფერი გაირკვევა, როგორც კამერებით სავსე სოლოლაკის ქუჩაზე ვერ გამოიძიეს, ვინ იყო ჩემს სახლში შემძვრალი პირი დაახლოებით ერთი წლის წინ, რომელსაც მივუსწარი, სახლში შიგნიდან ჩაკეტილს, მაგრამ მაინც მინდა მოვითხოვო პასუხი პრემიერ კვირიკაშვილისგან, ოჯახის წევრების ტერორიც ღიად მოსულა უკვე? რატომ და რა უფლებით დამყვებიან? საშიში პირი ვარ, ტერორიზმში ვარ ეჭვმიტანილი, თუ რა ოფიციალური საფუძველი აქვთ, მდიონ, ხარჯონ სახელმწიფო რესურსი? ფოტო უხარისხოა, მაგრამ ნომრები იკითხება“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42