,,ხვედელიძეს დღესაც ტკივილით ვიხსენებ, თუმცა არ დავზოგეთ“ - ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებზე
პოლიტიკა - 13:06, 15 Sep, 2016     2330
ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ცოტა ხნის წინ პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვუილი, რომელიც რაჭაში იმყოფება, ირწმუნება, რომ ფარული მოსმენების ეპოქა მისმა ხელისუფლებამ დაასრულა, მაშინ როცა ამ საქმეს მათი თანაგუნდელი გელა ხვედელიძე გადაჰყვა.

"ნიკას რაში სჭირდება ფარული მოსმენა, ისედაც დაუფარავად ლაპარაკობს ყველაფერს. ბიძინა ივანიშვილის ხელწერა თუ გახსოვთ, ხვედელიძე დაუზოგავად, დღესაც ტკივილით ვიხსენებ, ის იყო ქართული ოცნების აქტიური წევრი, თუმცა როცა ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდდა არ დავზოგეთ. ახალი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი სწორედ ის გახლავთ, რომ ეს მიყურადებები შეწყდა. ჟურნალისტები ხართ აქ და მითხარით, ერთი ფაქტი, როდესაც ხელისუფლებამ არასანქცირებული მიყურადება განახორციელა"- აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა-მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ ფარული მოსმენების რესურსი ხელისუფლებას აქვს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ ეჭვს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს მიყურადებას ამას მტკიცებულებები უნდა.

"როგორც ვიცი, ამერიკაში ესაუბრებოდა ერთი მეორეს, ასეთი ჩანაწერის გაკეთება მოყვარულებსაც შეუძლიათ. ყველაზე სუსტ ქვეყნებსაც შეუძლიათ მოისმინონ ეს. სხვა სახელმწიფოიები შიგნითაც მოგვისმენენ, არავითარი პრობლემა ამის არ არის, რადგან ტექნიკა ძალიან განვითარდა. ხელისუფლება კი არ უნდა დავადანაშაულოთ, მას განმარტებები უნდა მოვთხოვოთ, აქვს თუ არა მონაწილეობა მიღებული ეჭვი - კი ბატონო, რადგან რესურსები აქვთ და შესაძლებლობა გააჩნიათ"- თქვა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42