ამბროლაურში, მედიასთან შეხვედრის დროს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში ენმ-სთვის საუკეთესო შედეგი პარლამენტში 10 კაცის შეყვანა იქნება.
„ნაციონალებმა ხელისუფლება, როგორ დათმეს და როგორ დავათმობინეთ ამაზე სათქმელი კიდევ მაქვს საზოგადოებისთვის, როგორ წავიდნენ ამის ნაწილი ვიცით, მაგრამ რაღაც ნაწილი არ ვიცით და მე გპირდებით თავის დროზე ამაზე განცხადებას გავაკეთებ. სააკაშვილი, რომ იძახდა ნახეთ ხელისუფლება როგორ გადავაბარეთო, რისი გადამბარებელი იყო, მეტი გასანძრევი და საშუალება არ ქონდა. მე ვახერხებდი მაგათ რაღაც ინტრიგებზე წამოგებას, ვიცოდი რომ მისმენდნენ და თბილისის აქციის წინ ტელეფონში ვიძახდი , რა ბრიყვები არიან ხალხმრავალი აქციები რომ მოაწყონ ასეთ შედეგს ვერ მივიღებდით-მეთქი, ჭამა ეს სააკაშილმა და დაიწყო აქციების მომზადება, 80 ათასი კაცი მთელი დღე აგროვეს და სტადიონი ვერ გაავსეს. რამდენიმე დღეში ჩვენ აქციაზე, მე ვფიქრონ 700 ათასი კაცი იყო, ფილარმონიას გაცდა რიგი გამარჯვების მოედნიდან.
2012 წლის გამარჯვების შემდგომ მათ 6 თვეში უნდოდათ გადატრიალების მოწყობა, შემდეგ გაზაფხულზე რომ ვერ მოახერხებდნენ, იძახდნენ შემოდგომამდე მოითმინეთო და ამით ამაგრებდნენ გუნდს, შემოდგომაზე არ გამოდიოდათ ისევ გაზაფხულზე აიმედებდნენ. ახლა დარჩა ერთი შემოდგომა. მათ კარგად იციან, რომ არჩევნების გზით მათ არანაირი შანსი არ აქვთ, რომ ხელისუფლება ლეგიტიმურად აიღონ, 46 კაცი ყავდათ პარლამენტში და ახლა მათი უკეთესი შედეგი 10 კაცია. უარესი შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ პარლამენტში ვერ შევიდნენ. შესაბამისად ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. ერთადერთი რაზეც შეიძლება აქცენტი გააკეთონ არის ძალადობა, ის კაცი უკრაინიდან მოძღვრავს „თავისუფალი მედიის“ ხელმძღვანელი კი დაუფარავ განცხადებებს აკეთებს. შსს-მ მაქსიმალურად უნდა გააკეთოს მობილიზაცია, რომ ეს მცირე პროვოკაციები თავიდან ავიცილოთ“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






