პრეზიდენტმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გოგონებისათვის სტიპენდია დააწესა
პოლიტიკა - 11:04, 15 Sep, 2016     1633
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს სწავლის დაწყება ქუთაისიდან მიულოცა, სადაც გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სწავლის დაწყების პროცესს დაესწრო.

ლიცეუმის ისტორიაში პირველად, წელს გოგონებიც მიიღეს და უმაღლესმა მთავარსარდალმა მათ სწავლის დაწყება პირადად მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტმა კადეტებს მიმართა, სწავლაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ განათლება, როგორც თითოეული მოსწავლის პირადი წინსვლის, ასევე ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია.

„მთელ საქართველოს მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე - სწავლის დაწყების დღესასწაული!

განსაკუთრებით მინდა ეს დღე მივულოცო პირველკლასელებსა და პირველკურსელებს, რომლებიც ახალ ფურცელს შლიან თავიანთ ცხოვრებაში. მინდა, რომ ეს ახალი გზის დასაწყისი, გასაკუთრებით საინტერესო და წარმატებული იყოს მათთვის.

ამ დღის მოლოცვა მე გადავწყვიტე გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმიდან, ქუთაისიდან, რადგან ეს განსაკუთრებული სასწავლებელია და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში, ჩვენი ქვეყნის დაცულობის საქმეში.

გადავწყვიტე, რადგანაც აქ, სასწავლებლის დაარსების მეექვსე წლისთავს კიდევ ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯით ხვდებიან - წელს ლიცეუმმა პირველად მიიღო გოგონები თავის რიგებში და ამიერიდან ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში, ისევე როგორც ტრადიციულად ჩვენს ქვეყანაში, ქალი და კაცი ერთად იდგება ქვეყნის სადარაჯოზე.

აქედან მინდა გითხრათ ყველას - მტერსაც და მოყვარესაც, რომ ეს ქვეყანა ძალიან ძლიერია. ძლიერია თავისი წარსულით და ძლიერია თავისი მომავლით, ტრადიციებით, რომელთანაც არასოდეს წყვეტს კავშირს.

გიორგი კვინიტაძის თანამებრძოლი იყო მარო მაყაშვილი და ასე ტრადიციულად და ისტორიულად, ქართველი ქალი ყოველთვის, ქართველი კაცის გვერდით იდგა.

ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია - დღესაც ცოცხლობს და გრძელდება. მინდა განსაკუთრებით მოგილოცოთ თქვენ ლიცეუმის ახალო მოსწავლეებო, გოგონებო და გამოვიდე ინიციატივით, რომ თქვენი სულიერი თანამებრძოლის გიორგი კვინიტაძის და თანამებრძოლის მარო მაყაშვილის ხსოვნიდან გამომდინარე, ლიცეუმში გოგონებისთვის სტიპენდია დავაარსო.

დარწმუნებული ვარ, ეს პირველ წელს კიდევ უფრო წაახალისებს იმ პროცესს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამსახურში ძლიერ და მტკიცე დგომას განაპირობებს.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ლიცეუმის ყველა მასწავლებელს, პროფესორს, იმ ოფიცრებს, იმ კადეტებს, ვინც ჩვენს სამშობლოს აძლიერებენ.

იცოდეთ, რომ მე და საქართველოს მოქალაქეები ძალიან ვაფასებთ თქვენს ღვაწლს.

მადლობა სამსახურისთვის.

ღმერთი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42