საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ თუკი პოლიტიკურ ძალებს შორის სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმების მზაობა იქნება, პრეზიდენტი გამოთქვამს მზადყოფნას ჩაერთოს და ყველანაირი რესურსი გამოიყენოს.
,,გვინდა პრეზიდენტის სახელით გამოვეხმაუროთ პრემიერის ინიციატივას, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიათა შორის სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმების თაობაზე. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ 2016 წლის არჩევნები ჩატარდეს სამართლიან, მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში და ჩვენ მივიღოთ საეტაპო არჩევნები ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ, თუკი პოლიტიკურ ძალებს შორის ასეთი მზაობა იქნება და ყველანაირი რესურსი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ამგვარი შეთანხმება შედგეს, რითაც მოგებული დარჩება უპირველეს ყოვლისა, ქართული სახელმწიფო და ქართველი ამომრჩეველი”, - განაცხადა ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






