მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოს შეხვდა
პოლიტიკა - 17:48, 14 Sep, 2016     1395

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოს შეხვდა.

შეხვედრაზე ევროკომისარმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. დიმიტრის ავრამოპულოსმა კმაყოფილება გამოთქვა ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტის (LIBE) მიერ საქართველოს საკითხის კენჭისყრასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ კომიტეტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა ძლიერი პოლიტიკური გზავნილია ევროპარლამენტის მხრიდან. დიმიტრის ავრამოპულოსმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტები ახლო მომავალში დაასრულებენ ყველა საჭირო პროცედურას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ევროკავშირთან.

ევროკომისარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ყველა მიმართულებით და განაცხადა რომ ქვეყანის მიერ გატარებული რეფორმები სამაგალითოა.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში 2016 წლის 14 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის წევრებთან, კერძოდ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან რიშარ ჩარნეცკისთან, ლიბერალ დემოკრატიული ალიანსის (ALDE) პრეზიდენტთან ჰანს ვან ბალენთან, ევროპის სახალხო პარტიის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორთან კრისტიან პრედასთან, ევროპარლამენტში სოციალისტების ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს კნუტ ფლეკენშტაინთან.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის რიშარდ ჩარნიცკის განცხადებით ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრებისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყვეტა წარმოადგენს მთავარ პრიორიტეტულ ამოცანას და იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის.

„საქართველო, მისი კულტურა, ისტორია ევროპის განუყოფელი ნაწილია. დღეს ორივე მხარისთვის - ევროკავშირისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის პროცესი. თუ ჩვენ გზას ვუხსნით საქართველოსთან ახლო ურთიერთობებს, ამ ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ღია კარი ევროკავშირში. საქართველოს მეგობრებისთვის, ჩემთვის პირადად აღნიშნული გახლავთ მთავარი საკითხი და იმედი მაქვს პროცესის წარმატებით დასრულებისთვის“- განაცხადა ჩერნიცკიმ.

ევროპარლამენტის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა მას საქართველოს მხარდაჭერისთვის, თავის მხრივ ჰანს ვან ბალენმა საგარეო საქმეთა მინისტრს ALDE-ს ფრაქციის სახელით კიდევ ერთხელ დაუდასტურა კმაყოფილება საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებით კი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თვალაზრისით და აღუთქვა ფრაქციის მხარდაჭერა პროცესის შემდგომი წარმატებით დასრულების საქმეში. საქართველოს მხარდაჭერაზე ისაუბრეს სოციალისტების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა და ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორმა.

სტრასბურგში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა ევროპის სახალხო პარტიის, ლიბერალ-დემოკრატების და სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, ევროპარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის წევრებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42