ზესტაფონში ბილბორდების გამო დაპირისპირება მოხდა
პოლიტიკა - 17:41, 14 Sep, 2016     1139
არსებული ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს ტარიელ თუთარაშვილსა და "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს, შალვა კიკნაველიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

შემთხვევას ერთი კვირის წინ "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანზაციის ოფისში ჰქონდა ადგილი. მანამდე კი მათ შორის სიტყვიერ დაპირისპირებაც იყო. მხარეებს შორის დაპირისპირება ზესტაფონში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ილია კოკაიას გამო მოხდა. კერძოდ, დავის საგანს საარჩევნო ბილბორდების ქალაქის ტერიტორიაზე გადანაწილება წარმოადგენდა.

"იყო პატარა უზუსტობა. უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრის ფასადზე, მხოლოდ 24 საათის განმავლობაში, იყო გაკრული კოკაიას ბილბორდი. დეპუტატობის კანდიდატის ბილბორდი არ არის განთავსებული. ამბავმა ინციდენტის გარეშე ჩაიარა. ამ ჭორს ბოროტი ენები ავრცელებენ. ჩემსა და კიკნაველიძეს შორის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური დაპირიპირება არ ყოფილა. პირიქით, მასთან ერთად დავდივარ შეხვედრებზე", - ირწმუნება ზესტაფონის გამგებელი, ტარიელ თუთარაშვილი.

შემთხვევას არც შალვა კიკნაველიძის საარჩევნო შტაბში ადასტურებენ. მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ილია კოკაიას, საარჩევნო ფონდში ადასტურებენ, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის და ბილბორდებისთვის ადგილები ზესტაფონში აქტიურად აქვთ ათვისებული.

"თუმცა, ფიზიკური დაპირიპირების ამბვთან დაკავშირებით ჩემის მხრიდან კომენატრის გაკეთება არც სწორი იქნება და მე რომც დაგისდატუროთ მეც რასაც არ შევვსწრებივარ და ჩემი თვალით არ მინახავს ცოტა რთული სათქმელია. ზესტაფონი საკმაოდ პატარა ქალაქია და ბევრი რამე გამიგია და გამიჭირდება თქმა მის სისწორეზე გადაჭრით საუბარი გამიჭირდება", - ამბობს ილია კოკაიას საარჩევნო ფონდის ხელმძღვანელი, სერგო ფუტკარაძე. ზესტაფონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ამომრჩევლებთან შეხვედრა უშანგის ჩხეიძის სახელობის თეატრში მიმდინარე წლის 29 აგვისტოს ქონდა. სწორედ, ამ დღეს იყო განთავებული შენობის ფასადზე კოკაიას საარჩევნო ბილბორდი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42