ნუგზარ სურმანიძე ამომრჩეველს ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე ესაუბრა
პოლიტიკა - 17:28, 14 Sep, 2016     1166
“ქართული ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველი ნომერი ნუგზარ სურმანიძე ამომრჩველს ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე ესაუბრა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველი ნომერი და ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ სურმანიძე აღმაშენებლისა და ადლიის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა ამომრჩეველს პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ყოველთვის იყო და კვლავ აგრძელებს ხალხის სამსახურში ყოფნას. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის წინსვლას და ახლა სწრაფი განვითარების დროა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ვგეგმავთ განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები. ადამიანი, მისი ღირსება და კეთილდღეობა, ისევე როგორც დღეს, მომავალშიც სახელმწიფოს უმაღლესი ფასეულობა და ჩვენი მოქმედებების მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება“,-განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ.

დეპუტატობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე. „ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაბამისად, ეტაპობრივად გაიზრდება პენსია, პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე, დაავადებების ადრეულ სტადიაზე დამარცხების ალბათობა 80% მდე გაიზრდება. ჩვენ 2014 წელს მაღალი გამავლობის ავტომანქანები შევუძინეთ მაღალმთიანი აჭარის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს, რათა გაზრდილიყო სოფლის ექიმების მობილობა და პაციენტს დროულად მიეღო პირველადი სამედიცინო დახმარება. ასევე. 2020 წლისათვის საქართველოში C-ჰეპატიტის პრობლემა სრულად აღმოიფხვრება, აჭარიდან C-ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული ბენეფიციართა ნაწილი ამ დაავადებისგან უკვე განიკურნა“, - აღნიშნა მოსახლეობასთან საუბრისას „ქარული ოცნების“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველმა ნომერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42