ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ფარული ჩანაწერი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ნიკა გვარამიას შემოქმედებაა და ამით უნდათ შექმნან მოსაზრება, რომ ფარული მოსმენები ისევ ხდება, ამ სპექტაკლში კი მონაწილეობა პაატა ბურჭულაძემაც მიიღო. სესიაშვილის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძის ბლოკი „ნაციონალურ მოძრაობა-2’-ია:
„მთავარი კითხვა არის ის თუ ვის ინტერესში შედიოდა ამ ჩანაწერის გამოქვეყნება, მე შევეცდები ჩემი ანალიზით საზოგადოებას შევუქმნა წარმოდგენა თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ ჩანაწერის შემოქმედი. პირველი ის, რომ რუსთავი2 პოლიტიკური მედია საშუალებაა და არა თავისუფალი მედია. ეს თავად ნიკა გვარამიამ დაადასტურა და გამოხატა თავისი სიმპათიები გარკვეული პოლიტიკური ძალების მიმართ და აგრესია „ოცნების მიმართ. მეორე ის, რომ პაატა ბურჭულაძე თავისი კოალიციით არის „ნაციონალური მოძრაობა-2“ ესეც ყველასათვის ცნობილია, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ბურჭულაძის პარტიის რიგები ლიდერებმა დატოვეს. ენმ-ს წევრები გამოეყვნენ თავის პარტიას და შეუერთდნენ ბურჭულაძეს იმ მიზნით , რომ ამომრჩევლების ხმები არ დაეკარგათ. ახალი არაფერი არ თქმულა. ყველამ ყველაფერი იცის და იციან ვინაა ნიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე. ნაციონალური მოძრაობის, ნიკა გვარამიასა და ბურჭულაძის ინტერესში შედის, რომ წარმოაჩინონ - "ისევ გვისმენენ". ეს ჩანაწერი სწორედ დღეს იმიტომ გამოქვეყნდა, რომ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდა, გვარამიამ და პაატა ბურჭულაძემ კი დაახვედრეს ეს სიურპრიზად. გვარამიას შემოქმედეებაა ეს ფირი და მისი მონტაჟიცაა. მეტიც ამ ჩანაწერით ერთგვარი სიგნალიცაა პირველი და მეორე ნაციონალური მოძრაობის მიმართულებით. გვარამია ბურჭულაძეს, როგორც ბატონი ყმას ისე ესაუბრებოდა, სირცხვილია უბრალოდ. ეს პოლიტიკური სპექტაკლია.“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






