"ტვ.პირველთან" ინტერვიუში გვარამიამ ისიც გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას 5 მილიონი შესთავაზა რომ საქართველოდან და "რუსთავი 2"- იდან წასულიყო.
"გამოძიება ბიძინა ივანიშვილს არ დაკითხავს, მათთვის ისიც ცნობილია, როგორ ცდილობდა ის ჩემს მოქრთამვას 5 მილიონით. რამდენიმე წლის წინ, ივანიშვილმა შუამავლის მეშვეობით შემომითვალა, რომ მე უნდა წავსულიყავი საქართველოდან და რუთავი 2 დან. შემდეგი მისი მოგზავნილი ადამიანი მაშანტაჟებდა ძალის გამოყენებით, ეს ყველაფერი იცის გამოძიებამ"- თქვა გვარამიამ.
გვარამიას ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.
"მე საქართველოს მოქალაქე ნიკა გვარამია, 2 წელია ვიმყოფები ზეწოლის ქვეშ, ოჯახი გახიზნული მყავს, ყველაფერზე არ ვატარებ ბრიფინგს, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, მაგრამ განსაკუთრებით მწვავე სიტუაციაში ამას ვაკეთებ. მე პირდაპირ ხელს ვადებ ადამიანს, რომელიც მანიაკალურად არის შებყრობილი ადამიანების თვალთვალითა და მოსმენით, მას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია, მას ნიკა გვარამია და ინგა გრიგოლის სძულს, ორივეს გვიწერს და გვითვალთვალებს და ავრცელებს არ გამოვრიცხავ შემდეგშიც გამოქვეყნდნენ. შემსრულებლებს, მე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არ ვუჩივლებ, რადგან ისინი მხოლოდ შემსრულებლები არიან"- თქვა გვარამიამ.
რუსთავი 2- ის გენ. დირექტორი დარწმუნებულია, რომ ყველა მის ჩვენებას ერთ თვეში თაროდან ჩამოიღებენ და "ბიძინა ივანიშვილს მიუკეკუნებენ".
მასალის გამოყენების პირობები






