"სააკაშვილის გარდა ბურჭულაძეს და ალასანიასაც ვესაუბრები, მესიჯი ხიდაშელსაც მივწერე" - გვარამია ფარულ ჩანაწერზე
პოლიტიკა - 14:36, 14 Sep, 2016     5663

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ დღეს ინტერნეტში გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, რომელზეც მისი და “სახელმწიფო ხალხისათვის” დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარია ჩაწერილი, ნამდვილად შედგა.

გვარამია აცხადებს, რომ მას და ბურჭულაძეს უკანონოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოისმინა და სწორედ მან გაავრცელა კიდეც.

მეტიც, რუსთავი 2- ის გენ-დირექტორი აცხადებს, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია.

მისი თქმით, ჩანაწერის შინაარსის გასაჯაროება არც მისი და არც ბურჭულაძის ინტერესებში არ შედიოდა.

"აქ სკანდალური არის მხოლოდ ჩაწერისა და გამოქვეყნების ფაქტი, თავისთავად ცხადია, რომ ეს ჩანაწერი გაკეთებულია სუს-ის მიერ და გამოქვეყნებულია სუს - ის გადაწყვეტილებით. ამ ჩანაწერში შინაარსობრივი თვალსაზრისით არაფერი არ არის ... მე და ბატონ პაატას ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს ვიტყოდი რომ მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს, მე მისი გულშემატკივარი ვარ, ვარ კიდევ ბევრი ადამიანის გულშემატკივარი, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას და ვინც აპირებს სუს-ის მეთოდებით მმართველი ხელისუფლების "ქართული ოცნების" და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას. მაქვს კომუნიკაცია ყველა მათგანთან, პროდასავლურ ძალებთან, რომლებიც ემთხვევა ჩვენს სარედაქციო პოლიტიკის კვეთაშია და მისაღებია. დადასტურდა, რომ ეს არ არის ერთი პარტია, დადასტურდა, რომ სააკაშვილის გარდა ბურჭულაძესაც ვესაუბრები. გუშინ მაგალითად შალვა ნათელაშვილს ვესაუბრე, შეგიძლიათ ჰკითხოთ და ალბათ დაგიდასტურებთ. არც თუ ისე იშვიათად მაქვს კომუნიკაცია ირაკლი ალასანიასთან, თინა ხიდაშელისთვისაც რამდენიმე მესიჯი მაქვს მიწერილი და იმას ჩემთვის, ვინც ტელევიზიაში მუშაობს იცის როგორც მუშაობს ეს მექანიზმი. მე პაატა ბურჭულაძეს ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელი იყო და გასაკვირი იყო ის განცხადებები, რომელიც გამოქვეყნდა. თქვენ ჩემი ფეისბუქ მეგობარი ხართ და ნახავდით, რომ სოციალურ ქსელში კიდევ უფრო მკვახე განცხადება გავაკეთე, იქ იყო მთელი მიმოწერა და სწორედ ამას ვუყვები პაატა ბურჭულაძეს, რადგან ვიცი, რომ ის ფეისბუქის მომხმარებელი არ არის. მე მინდოდა მას ინფორმაცია ჰქონოდა და მინდოდა სცოდნოდა, რომ ეს ისეთი ნიუსია, რომელიც არ შეიძლება არ გაშუქდეს და ის შეიძლება მსხვილად გაშუქდეს. მიუხედავად იმისა, რომ მან მე მთხოვა ეს მის ჩამოსვლამდე არ გაგვეკეთებინა, ეს ჩემმა ჟურნალისტებმა არ გაითვალისწინეს, მათზე ზემოქმედების ბერკეტი მე არ მაქვს, ყოველ შემთხვევაში იმდენად რომ მათი გადაწყვეტილების შეცვლა მოვახერხო. ეს არის შინაარსი, მაგრამ აქ მთავარი არ არის შინაარსი, მთავარია, რომ ჩვენ გვისმენენ, ყოველწუთიერად, ყოველდღიურად, გვითვალთვალებენ, გვიღებენ და ამას აქვეყნებენ"- აღნიშნა "ტვ.პირველთან" ნიკა გვარამიამ.

"რუსთავი 2" - ის გენერალური დირექტორის, განცხადებით, მან პაატა ბურჭულაძეს ღია ხაზით დაურეკა, რაზეც შეუზღუდავად მიუწვდება სახელმწიფოს ხელი.

"ამ ხაზზე სახელმწიფოსთან ერთად მიუწვდება ხელი, "ჯეოსელს",, რომლის აბონენტები ვართ მე და ბატონი პაატა ან აშშ-ს და თუ სახელმწიფო აპირებს გამოძიების დაწყებას ამ ორი ფიგურანტის წინააღმდეგ და კითხვები აქვს ამერიკის ხელისუფლებასთან, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება როუმინგი, ან შეკითხვები აქვთ კერძო პროვაიდერთან მაშინ ეს უნდა გვითხრან. მესამე ფიგურანტი არის თავად სახელმწიფო"- თქვა გვარამიამ.

კითხვაზე რატომ აწყობდა ხელისუფლებამ ამ ჩანაწერის გამოქვეყნება? გვარამიამ აღნიშნა, რომ ამ ჩანაწერს სახელისუფლებო წრეები აქტიურად გამოიყენებენ.

"ჩანაწერი დადებული არ იყო, სამთავრობო სააგენტოებმა ის იმ წამსვე გამოაქვეყნეს. "რეპორტიორმა" საიდან გაიგო, იუთუბიზე დადებისთანავე, რომ ჩანაწერი არსებობდა? ეს სააგენტო სამთავრობოა"- თქვა მან.

"რუსთავი 2"- ის გენერალური დირექტორის თქმით, ვიდეოჩანაწერი დამონტაჟებულია და ეს მას "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა სატელეფონო საუბრისას შეახსენა.

"ეს საუბარი არ არის სრული, დამონტაჟებულია რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე პაატა ბურჭულაძეს, მან შემახსენა, რომ ის ჩემთან საუბრისას ამბობს, რომ ის არც სააკაშვილისაა და არც ხელისუფლების და რატომ თქვა მეგრელიშვილმა ესეთი რამო, ვადასტურებ, რომ ეს მან სატელეფონო საუბრისას მითხრა. ეს მონაკვეთი გამოქვეყნებულ ვერსიაში არ არის, მართალია მე ბოლომდე არ მომისმენია, თუმცა ბურჭულაძის თქმით, ეს ნაწილი იქ არ არის, ეს ჩანაწერი უკანონოდ მოპოვებულთან ერთად დამონტაჟებულია"- აღნიშნა გვარამიამ.

მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის ნეიტრალიტეტში ეჭვის შეტანა ხელისუფლებას აწყობს.

გვარამია ღიად აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" არ არის პროდასავლური ძალა და მასთან თანამშრომლობა მათი სარედაქციო პოლიტიკისთვის მიუღებელია.

"ყველგან - ყველა ფორუმზე და პლატფორმაზე ღიად ვაცხადებ, რომ ჩემი არხის პოლიტიკაა ამგვარი, რომ "ქართული ოცნება" ეს არ არის პროდასავლური ძალა ჩვენ კი პროდასავლური ტელევიზია ვართ, ქართული ოცნება არის ძალა, რომელიც ჩვენ გვარბევს. ფინანსური და სამართლებრივი მეთოდებით. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენი ინტერესია ეს ძალა ხელისუფლებაში არ იყოს. მათთან მოთანამშრომლე ძალებთან ჩვენ თვითონ ვერ ვითანამშრომლებთ. ამას არ სჭირდება ფარული ჩანაწერი, ამას ღიად ვაცხადებთ"- განმარტა გვარამიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42