პაპავას თქმით, ამ ფაქტში მნიშვნელოვანი არა საუბრის შინაარსი არამედ ისაა, რომ სახელმწიფო ისევ აგრძელებს მისი მოქალაქეების უკანონო მოსმენებს, მათ შორის პოლიტიკური პარტიის ლიდერებისა და ტელეკომპანიების ხელმძღვანელების. ამასთანავე პაპავას განცხადებით, მისმა გუნდმა იცოდა, რომ პაატა ბურჭულაძესა და ნიკა გვარამიას შორის ამ შინაარსის საუბარი შედგა.
„ამ სატელეფონო საუბარმა ჩემს შემთხვევაში გაამყარა ის აზრი, რომ ისევ გვისმენენ. ამ საუბრიდან ამოჭრილი იყო ის ნაწილი სადაც ბატონი პაატა ამბობს, რომ ის არც ენმ-ს მეხოტბეა და არც ოცნების.“ - განაცხადა პაპავამ. მისი თქმით აღნიშნული ჩანაწერის გამოქვეყნებით ხელისუფლება ცდილობს ბურჭულაძის ბლოკსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის კავშირის შესახებ ეჭვები გაამყაროს. პაპავას განცხადებით, მარტივი ლოგიკაა თუ ვის შეეძლო და ვის ინტერესებში შედიოდა ამ ჩანაწერის გაკეთება და გამოქვეყნება:
„კონკრეტულად ვისგანაა ეს მართული ძალიან მარტივი ლოგიკაა, ვისგან მოხდა ჩანაწერის გაკეთება და გამოქვეყნება, ეს სუს-ს ხელეწიფება. ის რომ დღეს საქართველოში პოლიტიკური პროცესები და "ქართული ოცნების" თემატიკა იმართება ბიძინა ივანიშვილისგან, ამას თვითონაც არ მალავს და კვირაში ორჯერ აქტიურად გვესაუბრება, სადაც გვლანძღავს ყველას და თავის პარტიას აქებს“- განაცხადა პაპავამ.
გიორგი პაპავას თქმით, ის მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
მასალის გამოყენების პირობები






