დავით ნარმანია თბილისის დიოდური განათების თემაზე გამართულ შეხვედრას დაესწრო
პოლიტიკა - 14:36, 14 Sep, 2016     1261
თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში დიოდური სანათების მწარმოებელი კომპანია „მაიჯიპიესის“ პრეზენტაციას დაესწრო. თბილისისა და რეგიონების გარე და არქიტექტურული ლაზერული განათების თემაზე სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შუქ-დიოდების მწარმოებელი მსოფლიოს წამყვანი კომპანიების CREE-სა და ARROW EUROPE-ს ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში შუქ-დიოდების წარმოების შესაძლებლობაზე, ლედ სანათების ეფექტურობასა და ძველი განათების სისტემასთან შედარებით მის უპირატესობებზე ისაუბრეს. დიოდური სანათების ავტომატიზებული სისტემა უზრუნველყოფს ქალაქის უკეთეს ვიზუალურ, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ განათებას. ახალი სანათების მთავარი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა, რაც თბილისის გარე განათებაში დახარჯულ ელექტროენერგიას 60%-ით, ხოლო ექსპლუატაციის ხარჯებს 50%-ით შეამცირებს. დიოდების ექსპლუატაციის ვადა კი 10 წლამდე განისაზღვრება.

პილოტი პროექტების ფარგლებში, დიოდური სანათები საცდელი ვადით უკვე დამონტაჟდა კოტე აფხაზის, ლეხ კაჩინსკისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე, ასევე, აეროპორტის შესასვლელთან და ბარათაშვილის ხიდზე.

შეხვედრაზე დავით ნარმანიამ დედაქალაქის ლედ სანათებით განათების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი 100 ათასი სანათის ლედ განათებით ჩანაცვლებას გულისხმობს, რაც ქალაქის განვითარებისა და მისი ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ძირითადი ტექნიკური სამუშაოები უკვე ჩატარებული გვაქვს, მთლიანად გეოინფორმაციულ სისტემაზე დავიტანეთ ქალაქის გარე განათების ქსელი. გარდა ამისა, რამდენიმე კერძო კომპანიასთან თანამშრომლობით განხორციელდა პილოტი პროექტები, რამაც გვაჩვენა ელექტროენერგიაზე 60%-იანი დანაზოგით უკეთესი განათება. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით უკვე მზადდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა. განვიხილავთ დაინტერესებული კომპანიების წინადადებებს და შევარჩევთ საუკეთესოს, რათა ქალაქის გარე განათების ქსელი ეტაპობრივად გადავიდეს ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე“ - განაცხადა მერმა.

თბილისის მერი, პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართულ კომპანია „მაიჯიპიესთან“ სამომავლო თანამშრომლობის საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ხელს შეუწყობს თანამოქალაქეების დასაქმებას, რაც ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42