„2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლება დევნილ მოსახლეობაზე განსაკუთრებით ზრუნავს"- თემურ ხუბულური
პოლიტიკა - 14:02, 14 Sep, 2016     944
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ( თენგიზ) ხუბულური კარალეთის, ხურვალეთის, შავშვების კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდტმა მოსახლეობას პარტიის წინაარჩევნო პროგრამა გააცნო.

„ 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლება დევნილ მოსახლეობაზე განსაკუთრებით ზრუნავს. ოთხი წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსება 24 მილიონიდან 84, 7 მილიონამდე გაიზარდა. ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პოლიტიკას, უახლოვეს მომავალში გორში 480 ოჯახისთვის 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. აქტიურად გაგრძელდება კერძო მესაკუთრეთაგან იმ ფართების გამოსყიდვა , რომელიც დევნილ მოსახლებას აქვს დაკავებული“,-აღნიშნა ხუბულურმა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სულ მცირე 1500 დევნილი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება. გარდა ამისა, ხელისუფლება, დევნილთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა კოოპერატივების ამუშავებას, მცირე სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას. „ მე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ დევნილების წინაშე. ამიტომ არ დავიშურებ ძალას, ენერგიას, რესურს, რომ თქვენი პრობლემები დროულად მოგვარდეს. თქვენ უნდა იცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში , ამისათვის კი თქვენი თანადგომაა საჭირო“, - განაცხადა თემურ( თენგიზ) ხუბულურმა ამომრჩეველთან შეხვედრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42