საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. იგი პროვოკაციების მოწყობის მცდელობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადებს ხელს და აცხადებს, რომ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია. რაც შეეხება სამართალდაცავთა გაძლიერებულ მუშაობას, მან აღნიშნა, რომ ამის ბრძანება თავად გასცა იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს:
„არის ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები აპირებენ პროვოკაციას, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რომლის ინტერესებშიც შედის სიტუაციის რადიკალიზაცია, არის კონკრეტული ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც მინისტრის ვალდებულებაში არ შედის. ჩვენ უარი ვთქვით კონტრაქციების ჩატარებაზე, ჩვენ ვალდებულნი ვართ უზრუნველვყოთ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება. მოვუწოდებ პოლიტიკურ ძალებს, უარი თქვან კონტრაქციებზე. მე გავეცი ბრძანება, რომ იმდენი სამართალდამცავი იყოს ადგილზე, რამდენიც საჭიროა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ თავიდან ავიცილოთ შეხლა-შემოხლა. ისინი უარყოფენ, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ისინი ქმნიან სხვადასხვა ორგანიზაციებს, ეს ინფორმაცია არსებობს და არავის მივცემთ უფლებას, რომ საქართველოში ვინმემ სიტუაცია აურიოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






