ევროკომისარის თქმით საქართველოსთან მიმართებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. ამჟამად ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოში მიმდინარეობსინსტიტუციური განხილვები ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიც ყველა იმ ქვეყანას შეეხება ვისაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმიაქვს, ეს ყველაფერი კი თავის მხრივ ბმაშია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან.
„ეს არის ის რაც პოლიტიკური თვალსაზრისით მიბმულია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე, მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნებულიბრძანდებოდეთ, რომ საქართველოს საკითხზე არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. მოსაგვარებელია მხოლოდ ეს ინსტიტუციური საკითხი თავადევროკავშირში და პირადად მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ იგი მოგვარდეს ყველას ინტერესის, განსაკუთრებით კი საქართველოს ინტერესის გათვალისწინებით,რადგან საქართველო, მისი მოქალაქეები იმსახურებენ უვიზო მიმოსვლას მათ ამისათვის შეასრულეს ყველა საჭირო მოთხოვნა და ეს დაფიქსირებული იქნაევროკომისიის შესაბამის ანგარიშში“- განაცხადა ჰანმა.
ევროკომისართან შეხვედრაზე მხარეების მიერ კიდევ ერთხელ აღინიშნა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მირ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე და 2017-2019 წწ. ასოცირების ახალ დღის წესრიგზე, რომლის ირგვლივაცაქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას რეფორმების პროცესში ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერი ქვეყნის მნიშვნელობასა და როლს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრა ევროკომისარს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ პროცესსა და წინასაარჩევნო ვითარებაზე. მინისტრმა კიდევერთხელ აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების მზაობა უზრუნველყოს მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარება.
მასალის გამოყენების პირობები






