თეიმურაზ გაფრინდაშვილი გიორგი კასრაძის განცხადებას პასუხობს
პოლიტიკა - 21:11, 13 Sep, 2016     1343
„თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი კასრაძის განცხადებას პასუხობს. კასრაძის თქმით, თეიმურაზ გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა მედია კავშირ „ობიექტივი“-სეთერში მასთან საჯარო დებატებზე.

გიორგი კასრაძემ თეიმურაზ გაფრინდაშვილთან საჯარო დებატები მას შემდეგ მოითხოვა, რაც გაფრინდაშვილმა კასრაძეს საჯაროდ ბოდიში მოხდისკენ მოუწოდა, რადგან ამ უკანასკნელმა „ობიექტივი“-ს ეთერში, გადაცემაში „ღამის სტუდია“ თეიმურაზ გაფრინდაშვილს ბრალდებები წაუყენა. კერძოდ, გიორგი კასრაძემ განაცხადა, რომ გაფრინდაშვილი ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით ფინანსურ რესურსს ხარჯავდა და აღნიშნული მიზნით, სოფელ მორძგვეთის მოსახლეობას ხიდი გაუკეთა.კასრაძემ ისიც აღნიშნა, რომ თეიმურაზ გაფრინდაშვილი მძღოლებს იყენებს და მათ კატეგორიული გაფრთხილება მისცა, არ მიიღონ მონაწილეობა სხვა კანდიდატებისმხარდამჭერ აქციებში. გიორგი კასრაძის თქმითვე, თეიმურაზ გაფრინდაშვილი აქტიურად იყო ჩართული ჭიათურის ნგრევაში.

„საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ თეიმურაზ გაფრინდაშვილი არ გაურბის არც ერთ დისკუსიას და არც ერთ დებატს, იქნება ეს მედია კავშირ „ობიექტივი“-ს თუ სხვა ტელეკომპანიის ეთერში. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ თეიმურაზ გაფრინდაშვილს არ სჭირდება ფინანსური რესურსის გამოყენება არჩევნებში გასამარჯვებლად. მას ამისათვის გაცილებით დიდი რესურსი აქვს და ეს რესურსი ჭიათურელთა სიყვარული, პატივისცემა და ავტორიტეტია. გიორგი კასრაძეს მე მოვუწოდე, თავისი განცხადება შესაბამისი მტკიცებულებებითა და დოკუმენტაციით დაედასტურებინა ან საჯაროდ ბოდიში მოეხადა. როგორც ჩანს, მისთვის ბოდიშის მოხდა ისევე შეუძლებელია, როგორც შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა. გიორგი კასრაძეს თუ თეიმურაზ გაფრინდაშვილთან საჯარო დებატები უნდოდა, მასა ამისშესაძლებლობა ჰქონდა თუ მეც 12 სექტემბრის „ღამის სტუდიის“ სტუმარი ვიქნებოდი და გადაცემა მაჟორიტარობის მხოლოდ ორ კანდიდატს არ დაუთმობდა თავის ეთერს. აღნიშნულ თემაზე მეტი განმარტების გაკეთებას საჭიროდ არ ვთვლი, რადგან ჩემთვის ამომრჩეველთან კომუნიკაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აბსურდულ განცხადებებზე პასუხის გაცემა. გარდა ამისა, გიორგი კასრაძეს არ ვთვლი იმ დონის ფიგურად და ავტორიტეტად, რომ მის აფსურდულ განცხადებებზე საპასუხოდ დროის დახარჯვა მიღირდეს. გასაგებია, რომ ახალგაზრდა ადამიანია, მაგრამ ზრდილობა და შესაბამისი კულტურა ადამიანს ნებისმიერი ასაკში მოეთხოვება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც პოლიტიკაზე და პოლიტიკურ კარიერაზე აქვს ამბიცია“,- აცხადებს თეიმურაზ გაფრინდაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42