"დაგვპირდა და მოგვატყუა, ივანიშვილმა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის კაპიკი არ გაიღო" - სააკაშვილი
პოლიტიკა - 19:11, 13 Sep, 2016     6751
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "რუსთავი 2"- თან ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერი მიხვდა, რომ "იქ კატასტროფულად აგებს".
„ბიძინა ივანიშვილმა გააჩერა ამერიკული მასწავლებლის პროგრამა, მან გააჩერა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, მან გაუშვა ამერიკული კონსორციუმი აქედან, მან გააჩერა დიზაინის ინსტიტუტის პროგრამა და პრაქტიკულად დაანგრია სამხედრო წარმოება, რომელიც იყო საოცრება, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმოება მსოფლიოში. პატარა მასშტაბების, მაგრამ საქართველოს შეეძლო, 700 მილიონი დოლარის წარმოება გაეკეთებინა. ამ კაცს აქვს გამოცდილება ყველაფრის გაჩერების და დანგრევის. დღეს ხვდება, რომ იმერეთში კატასტროფულად აგებენ არჩევნებს, ქუთაისში მძიმე მდგომარეობა აქვს და ფიქრობს, ახლა რითი მოატყუოს ქუთაისელები,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა გაიხსენა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნის იდეა, როცა გაუჩნდა, ივანიშვილს დახმარება პირადად სთხოვა, თუმცა ივანიშვილმა მოატყუა.

"ივანიშვილს თხოვნით მივმართე, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაში დაგვხმარებოდა. ამ კაცმა ორი - სამი წელი გვატყუა და ბოლოს კაპიკი არ გაიღო. მერე კიდევ კარგი ამერიკელები შეგვეხიდნენ ჰილარი კლინტონი ძალიან დაგვეხმარა “- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 2012 წლის არჩევნებზე და მოსახლეობის მაშინდელ განწყობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ქართველი ხალხი აღარ მოტყუვდება.

„ქართველებმა მიიღეს 2012 წელს ეს გადაწყვეტილება, რადგან უკეთესი ცხოვრება სურდათ და როგორ გინდა, არ დაიჯერო 7 მილიარდის პატრონის დაპირებებს. მე რომ ვყოფილიყავი ჩვეულებრივი მოქალაქე, შეიძლება, მეც დამეჯერებინა, მაგრამ დღეს უკვე 4 წლის ფონზე, როდესაც ის ქართველებს ისევ ეძახის "მოუმწიფარებს", "ჭყინტებს", "ანალიზის არმქონეს" და იძახის, რომ მარტო მან იცის ყველაფერი კარგად, ვფიქრობ, მას თავად სურს დაიჯეროს, რომ ქართველები უინტელექტო ხალხია და მას შეუძლია, ნებისმიერ დროს მათი მოტყუება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

განათლების მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა ოთარ აბესაძემ განაცხადა, რომ ტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი დარგების განვითარების იდეის ავტორი ბიძინა ივანიშვილია.

აბესაძის თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 2011 წელს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს არ გაუხნია . მისი თქმით, მან მხოლოდ შენობა გახსნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42