ციხელაშვილის უწყების ორგანიზებიით უწყებათაშორისი კომისიის თემატური სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 18:33, 13 Sep, 2016     1164
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის თემატური სხდომა გაიმართა.

კომისიის სხდომა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გახსნა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა დღევანდელ შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობების მედისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებული და დაგეგმილი სიახლეები გავაცნო. ჩვენთვის პრიორიტეტულია პირველი - ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა ადგილობრივი მედიის საშუალებით საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე. მეორე - არსებობდეს სივრცე, სადაც შეიძლება ერთმანეთის კულტურის, ტრადიციების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და წარმოჩენა და მესამე - კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ურთიერთპატივისცემის განცდა და გარემო, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა პირობითად უმრავლესობას მიეკუთვნებიან ისინი თუ უმცირესობას თანასწორად იგრძნოს თავი საქართველოში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრაზე კომისიის წევრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაციონალურ ენებზე მაუწყებლობის მთავრმა პროდიუსერმა ნინო ხიდაშელმა სიახლეები გააცნო. კერძოდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 22 აგვისტოდან დაიწყო ახალი ამბების გაშუქება აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე, ასევე 18:00 და 20:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება სინქრონულად ითარგმნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე. უახლოეს მომავალში ამოქმედდება ახალი, ხუთ ენოვანი ვებ-გვერდი, სადაც ინფორმაცია აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენაზე განთავსდება.

სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42