,,ადამიანები ბრეზენტით გადახურულ ფარდულებში კი არ უნდა ისხდნენ, არამედ შეიძლება ამ ტერიტორიას ცივილიზებული სახე მიეცეს“ , - განაცხადა განაცხადა გლდანში მოსახლეობასთან შეხვედრაზე ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამირან გიგუაშვილმა.
იგი გლდანის მე-3 მიკრორაიონში არსებული ე.წ. პატარა ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა. შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატისა და მოვჭრეების საუბარში გამოიკვეთა წლების მანძილზე მოუგვარებელი მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემები. მოვაჭრეები უჩივიან უყურადღებობას მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.ამირან გიგუაშვილი დაპირდა მოვაჭრეებს, რომ პარლამენტში არჩევის შემდეგ, ის ყველაფერს გააკეთებს მათი სამუშაო პირობები გახდეს უკეთესი. „აქ ჯერ ისევ შევარდნაძის ეპოქაა. შეხედეთ რა მდგომარეობაში არიან ადამიანები. ოცდათხუთმეტი წელია გლდანის მესამე მიკრორაიონში ე.წ. პატარა ბაზარი არსებობს და არავინ ყურადღებას არ აქცევს. ადამიანები ზამთარსა და ზაფხულში, წვიმასა თუ სიცხეში, პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ სხედან და ვაჭრობენ, რომ პურის ფული გამოიმუშავონ. მარტივი ლოგიკაა, რომ რაკი ათეულობით წლები ფუნქციონირებს სავაჭრო ადგილი, ესე იგი მისი საჭიროება არსებობს ამ რაიონისათვის. ამიტომაც ადამიანები ბრეზენტით გადახურულ ფარდულებში კი არ უნდა ისხდნენ, არამედ შეიძლება ამ ტერიტორიას ცივილიზებული სახე მიეცეს. გადაიხუროს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და კომფორტული სავაჭრო პავილიონი გაკეთდეს. პირობას ვიძლევი, რომ 8 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ, გლდანის მესამე მიკრორაიონის მაცხოვრებლებს სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად ეს საკითხიც მოუგვარდებათ“,- განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






