ცეზარ ჩოჩელის მიერ საარჩევნო პერიოდში გადარიცხული თანხების შესახებ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დიმიტრი ხუნდაძემ დოკუმენტი გაასაჯაროვა.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ცეზარ ჩოჩელი 37-ე ოლქში დამოუკიდებელ მაჟორიტარად 2016 წლის 15 აგვისტოს დარეგისტრირდა, მაშინ, როდესაც იგი სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. ხუნდაძის განცხადებით, კომპანიამ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლას 2016 წლის 17 აგვისტოს ფინანსური მხარდაჭერის სახით 12 145 ლარი გადაურიცხა.
„ეს გადარიცხვა მოხდა მას შემდეგ, რაც ცეზარ ჩოჩელი უკვე დარეგისტირირებული იყო მაჟორიტარობის კანდიდატად. მსურს მივმართო უწყებათაშორის კომისიას, ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელს, შეისწავლონ ეს ფაქტი და გააკეთონ დასკვნა.
ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ვაშენებთ და ვარემონტებთ სკოლებს, ბაღებს. თუკი ვინმე სახელმწიფოს გვერდით დაუდგებოდა, უარს ნამდვილად არ ვეტყოდით, მაგრამ ცეზარ ჩოჩელს ქველმოქმედება მცხეთაში მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდება, როდესაც ხმების მიღება სურს დეპუტატობისთვის.
ამ ბავშვების გამგზავრება ესპანეთში ჩემი და კულტურის მინისტრის დახმარებით სრულად დაფინანსდა. დევნილმა ბავშვებმა ამ ფესტივალზე მთავარი პრიზი აიღეს. რაც შეეხება ცეზარ ჩოჩელის საარჩევნო ქველმოქმედებას, კიდევ ერთხელ მივმართავ უწყებათაშორის კომისიას და საერთაშორისო დამკვირვებლებს, გამოიძიონ საგურამოს სკოლის ფინანსური მხარდაჭერის საკითხი. რაც შეეხება ჩოჩელის ეგრედ წოდებულ ქველმოქმედებას, მინდა განვაცხადო, რომ მცხეთელები ამით არ მოტყუვდებინა“,-აღნიშნა მცხეთაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






