საქართველოს პრეზიდენტი სამართალდამცავებს მიმართავს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სამართალდამცავების უპირველესი მოვალეობა ყველა ამომრჩევლისთვის და ყველა პარტიული სუბიექტისთვის მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებაა:
„პრეზიდენტს სურს შეახსენოს სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ მიუხედავად მათი პარტიული სიმპათიებისა, მათი უპირველესი მოვალეობა არის ყველა ამომრჩევლისთვის და ყველა პარტიული სუბიექტისთვის მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება. ვინაიდან არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესი, როდესაც ყველამ ერთად უნდა დავადასტუროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილური, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






