"როდესაც აღმოჩნდა, რომ მარგველაშვილი არ ყოფილა კარგი კაცი, რესპუბლიკელებს დაგვბრალდა"- უსუფაშვილი
პოლიტიკა - 15:15, 13 Sep, 2016     2479
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური პარტია ყოველთვის ემხრობოდა იმას, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით ყოფილიყო არჩეული, იგივე პოზიცია ჰქონდათ 2013 წელსაც, თუმცა ამის წინააღმდეგი იყო კოალიცია და თვითონ ბიძინა ივანიშვილიც. აღნიშნული განცხადება დავით უსუფაშვილმა, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა, ივანიშვილმა დავით უსუფაშვილი და რესპუბლიკელები საკონსტიტუციო კომისიის არასათანადო მუშაობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ კომისიამ ვერ შეძლო კონსტიტუციაში იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომ საპარლამენტო მოდელის ქვეყანაში, პრეზიდენტიც შესაბამისად არაპირდაპირი წესით ყოფილიყო არჩეული:

„რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევას, პირდაპირს თუ არაპირდაპირს. "რესპუბლიკურ პარტიას" ძალიან მყარი პოზიცია ჰქონდა ჯერ კიდევ 1993-1995 წლების საკონსტიტუციო რეფორმის დროს კომისიაში, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო არაპირდაპირი წესით არჩეული. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ ამ ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი და ზოგადად, საპრეზიდენტო სისტემა არ წაადგება. ვნახეთ ეს ყველაფერი, არ წაადგა ეს სისტემა. საპარლამენტო მოდელში პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული არა ხალხის მიერ - პირდაპირ - ეს არის ჩვენი პოზიცია.

უკვე 2013 წელს კი, რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძის განცხადებამ, რომლის მიხედვით პარტიის წევრები მხარს უჭერდენენ პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებს, კოალიციაში უკმაყოფილება გამოიწვია. კოალიციაში ატყდა ერთი ამბავი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. „თქვენ დასხედით პარლამენტში, ხელში აიღეთ ძალაუფლება და გინდათ პრეზიდენტის დასუსტება და დაიწეყთ რაღაც ამბავიო.“ და ეს ხდებოდა ჯერ მაშინ, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტია და მარგველაშვილი ჯერ კიდევ კარგი ბიჭია ივანიშვილის თვალში.
აი, მერე უკვე, როდესაც აღმოჩნდა, რომ მარგველაშვილი არ ყოფილა კარგი კაცი, მისი მხარდამჭერების სახით, ახლა რესპუბლიკელებს გვბრალდება ის, რომ მარგველაშვილი პირდაპირ არის არჩეული. და რა უნდა გვექნა რესპუბლიკელებს? ჩვენი ცხრა ხმა ქსეროქსზე უნდა გაგვემრავლებინა 215 გვექცია და კონსტიტუციაში ჩაგვეწერა, რომ პრეზიდენტი სხვანაირად აირჩევა?!“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42