"თავისუფალი დემოკრატების" დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი გიორგი კასრაძის ბრალდებას პასუხობს
პოლიტიკა - 13:27, 13 Sep, 2016     994
ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

მაჟორიტარობის კანდიდატი მედია კავშირ „ობიექტივი“-ს ეთერში, გადაცემაში „ღამის სტუდია“ „პატრიოტთა ალიანსის“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი კასრაძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს. გადაცემაში „ღამის სტუდია“ გიორგი კასრაძის გარდა, ჭიათურის მაჟორიტარობის კიდევ ერთი კანდიდატი, „ფორუმელი“ ანი მიროტაძე მონაწილეობდა.

გადაცემის თემას ჭიათურა და მუნიციპალიტეტში არსებული წინასაარჩევნო გარემო წარმოადგენდა. გადაცემის მიმდინარეობისას „პატრიოტთ ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კასრაძემ განაცხადა, ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი ფინანსურ რესურსს ხარჯავს. კერძოდ, კასრაძის განცხადებით, გაფრინდაშვილმა სოფელ მორძგვეთის მოსახლეობას ხიდი გაუკეთა. კასრაძემ ისიც აღნიშნა, რომ თეიმურაზ გაფრინდაშვილი მძღოლებს იყენებს და მათ კატეგორიული გაფრთხილება მისცა, რომ არ მიიღონ მონაწილეობა სხვა კანდიდატების მხარდამჭერ აქციებში. გიორგი კასრაძის თქმითვე, თეიმურაზ გაფრინდაშვილი აქტიურად იყო ჩართული ჭიათურის ნგრევაში.

„აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით კატეგორიულად მინდა განვაცხადო, რომ ბრალდებები სრულიად უსაფუძვლო და ყოველგვარ რეალობას მოკლებულია. თეიმურაზ გაფრინდაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას ეთიკისა და კანონმდებლობის ყოველგვარი ნორმების დაცვით ახორციელებს. ამიტომ, მოვუწოდებ ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ პოლიტიკური ქულების დაწერას ჩემზე მითების შეთხზვით ნუ შეეცდებიან. თეიმურაზ გაფრინდაშვილზე რეალობა და სიმართლე ჭიათურაში კარგად იციან. მე ყოველთვის ვიყავი ჩემი რაიონის, ჭიათურელი ხალხის გვერდით. ამ რაიონის გულშემატკივარი ვარ და ჭიათურის სიყვარულში ნურავინ შემეჯიბრება. მე პატივს ვცემ ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს და ყველას წარმატებას ვუსურვებ. გიორგი კასრაძეს მოვუწოდებ, რომ ან დაამტკიცოს მისი ნათქვამი და მოიყვანოს თუნდაც ერთი მძღოლი, ვინც იტყვის, რომ მას თეიმურაზ გაფრინდაშვილმა მსგავსი დავალება მისცა ან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში იმავე ან სხვა ტელეკომპანიის ეთერით. ჩემი პოლიტიკური ოპონენტებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ შემდეგ, ყველაზე მეტი დასაქმებული ჩემს ორგანიზაციებს ჰყავს. ყველას თავისი პოლიტიკური გემოვნება გააჩნია და მე არასდროს ვიკადრებ იმას, ჩემს მიერ დასაქმებულ თუნდაც ერთ ადამიანს მივუთითო ვის დაუჭიროს მხარი და ვის-არა. და თუ ეს ადამიანები ჩემს მხარდაჭერას ღიად აფიქსირებენ, ცხადია, ვერც ამის წინააღმდეგი ვიქნები. რაც შეეხება ნგრევას, თუ ნგრევა ჰქვია იმას, რომ როდესაც ჭიათურაში კულტურის, სპორტის სფეროებს უჭირდა და წლების განმავლობაში ვაფინანსებდი, როდესაც ჭიათურას და ჭიათურელებს მათთვის საჭირო ყველა მომენტში გვერდით ვედექი, ამას თქვენს ენაზე ნგრევას თუ ეძახით, იყოს ნგრევა. ვერც იმაზე ვაგებ პასუხს, რომ თეიმურაზ გაფრინდაშვილი ჭიათურაში ერთ-ერთი ავტორიტეტული და პატივსაცემი ფიგურაა. ის ადამიანები კი, რომლებიც ჩემი მისამართით მსგავსს ბრალდებებს აჟღერებენ, არც ჭიათურისთვის და არც ჭიათურელებისთვის, ავტორიტეტს არ წარმოადგენენ. სამწუხარო ფაქტია, რომ ახალგაზრდა ადამიანი პოლიტიკურ კარიერას აბსურდზე აგებს. ამიტომ, ჩემი სახელის დისკრედიტაციისათვის, საჯაროდ მოვითხოვ ბოდიშის მოხდას“,- აცხადებს თეიმურაზ გაფრინდაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42