დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
პოლიტიკა - 13:15, 13 Sep, 2016     1037
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე, რომელიც ბათუმში დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო, რომლის პატრონაჟითაც ტარდება აღნიშნული ფორუმი.

პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ფორუმის მონაწილეებს, განსაკუთრებით საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმსა და მსოფლიოს წამყვანი საზღვაო სახელმწიფოების ტრანსპორტის მინისტრებს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ბათუმის ფორუმზე, რომელიც წელს პირველად ტარდება, განხილული იქნება საერთაშორისო ნაოსნობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

მოხსენებაში დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველო ახორციელებს ადგილობრივი საზღვაო სექტორის რეფორმირებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით. მათი მეშვეობით საქართველოს საზღვაო სექტორი უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული საერთაშორისო სანაოსნო სისტემაში. მისი თქმით, ხელისუფლებამ შეიმუშავა საზღვაო ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია, რომლის განხორციელებაც ეფექტიანი ეკონომიკური მოდელის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეფორმები, რომელსაც საქართველო ახორციელებს, არ ტარდება იმისთვის, რომ ქვეყანამ ამით თავი მოაწონოს საერთაშორისო დამკვირვებლებს. მისი თქმით, ეს არის გრძელვადიანი პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანსაც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის განვითარება და მისი სრულფასოვან და ეკონომიკურად მომგებიან სექტორად გარდაქმნა წარმოადგენს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო დროშის რეფორმისა და რეესტრიდან არაკეთილსინდისიერი გემთმფლობელების ამოღების დროს შემცირდა ტვირთების მოცულობა, რომელიც ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემებს გადაჰქონდათ. თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მაინც გადადგა, რათა ქვეყანა და მისი საზღვაო დროშა ე.წ. „შავი სიიდან“ ყოფილიყო ამოღებული. „ჩვენ ძალიან მტკივნეული რეფორმა განვახორციელეთ და დღეს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან საზღვაო ქვეყანას, ამაყად შეუძლია თქვას, რომ გააჩნია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტის რეგულირების სისტემა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო კლიმატი ადგილობრივ საზღვაო სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ წარმატების მიუხედავად, ხელისუფლება მუდმივად ახორციელებს აღიარებული სტანდარტების სრულყოფას.

დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ საქართველომ, როგორც ტრადიციულმა საზღვაო ქვეყანამ, გაცილებით უფრო სრულყოფილი გახადა ადგილობრივი შრომის ბაზარი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოხდეს ინვესტირება ადამიანურ რესურსებში, რათა საერთაშორისო შრომის ბაზარზე საქართველოში გაცემული მეზღვაურთა ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამ მიმართულებით, საქართველო ახორციელებს ორმხრივი თანამშრომლობის პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან საზღვაო სახელმწიფოებთან.

დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, საქართველო გახადოს მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბი და ამ მიზნის მისაღწევად განახორციელოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. მისი განცხადებით, აქტიურად ვითარდება სატრანსპორტო მარშრუტები საქართველოს მონაწილეობით, რაც დღის წესრიგში აყენებს ინტეგრირებული სატრანსპორტო პოლიტიკის წარმოებას. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა გლობალურ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებებზე, მათ შორის ახალი აბრეშუმის გზის პროექტზე და საქართველოს როლსა და ფუნქციაზე ამ კუთხით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში დიდი ყურადღება დაუთმო საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას, იმ რეფორმებს, რომლებიც ხორციელდება ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით. მან აუდიტორიას გააცნო ის პოზიტიური რეიტინგები, რომლებიც საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა ბოლო პერიოდში გამოაქვეყნეს.

მოხსენების დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმი მუდმივმოქმედი იქნება და მომდევნო ანალოგიური შეხვედრა 2018 წელს გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42