გიორგი მღებრიშვილმა თბილისში ინტერპოლის კონფერენცია გახსნა
პოლიტიკა - 13:01, 13 Sep, 2016     1065
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტ „მილენიუმის“ კონფერენცია გახსნა.

საქართველოს შს მინისტრმა კონფერენციაზე მოწვეულ 24 ქვეყნის 58 დელეგატს სიტყვით მიმართა და უწყების მიერ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის კუთხით მიღწეული შედეგები და განხორციელებული პროექტები გააცნო. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა: „ჩვენს ქვეყანას ამ პროექტის არსებობაში დიდი წვლილი მიუძღვის, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით დიდი გამოცდილება გააჩნიათ. დღევანდელი სამუშაო ჯგუფის შეკრების მიზანია, როგორც ტრანსნაციონალურ, ევრაზიულ, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან ბრძოლის კუთხით გამოცდილების გაზიარება, აგრეთვე, ინსტიტუციონალური და ამასთან, უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება. იმედი მაქვს, რომ ყველა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ძალისხმევით დაძლეული იქნება ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას დღევანდელი მსოფლიო და ეს შეხვედრაც საერთაშორისო კრიმინალთან ბრძოლის საქმეში თავის წვლილს შეიტანს“.

„მილენიუმი“ საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს და წევრი ქვეყნების ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომელიც „დიდი რვიანის“ (G8) სამართალდამცავთა ჯგუფის მიერ არის შემუშავებული. პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას ტრანსნაციონალურ, ევრაზიულ, ორგანიზებულ დანაშაულს (TEOC) უთმობს.

2015 წელს, პრაღაში ჩატარებული სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრის ფარგლებში, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ გამოიჩინა ინიციატივა, რომ პროექტის წევრი ქვეყნებიდან სამი წამყვანი წევრი შერჩეულიყო. საქართველომ გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიეღო ახალ ინიციატივაში და საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად, პროექტ „მილენიუმის“ წამყვანი წევრი ქვეყანა გახდა.

თბილისში გამართულ ორდღიან კონფერენციაში ინტერპოლის გენერალური სამდივნოს, ევროპოლის და პროექტ „მილენიუმის“ 24 წევრი ქვეყნის (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ლატვია, ფინეთი, გერმანია, შვეიცარია, საქართველო, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, შვედეთი, ესპანეთი, რუსეთის ფედერაცია, ჩეხეთი ისრაელი, საბერძნეთი, ავსტრია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, მოლდოვა, კანადა, ბელგია, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები) 58 დელეგატი, ასევე, საფრანგეთის, ავსტრიის, ისრაელის და საბერძნეთის პოლიციის ატაშეები მონაწილეობენ.

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, სადაც დელეგატები საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ე.წ. „კანონიერი ქურდებისა“ და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებს გაეცნობიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42