„ამ ხელისუფლებისგან ძალიან ცინიკურია ვინმეს პროვოკაციასა და ძალადობაზე საუბარი. ყველა ძალადობა ოპონენტის მიმართ, დევნა მათი ხელწერაა, რომელსაც მუდმივად ვუყურებთ. შს მინისტრი არის ძალიან მნიშვნლოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, როგორიც არის პოლიცია, სადაც ბევრი ღირსეული პოლიციელი მუშაობს, ასეთი პოლიტიკური განცხადების გაკეთება და პოლიციელების პოლიტიკაში ჩათრევა არის საფრთხე, არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, მის უწყებას აქვს ყველა ძალა და რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ სხვადასხვა პარტიები არჩევნების მიმდინარეობისას და არჩევნების შემდგომ გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავენ.
“ჩვენ ამ მიმართულებით მობილიზებულები ვართ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ყველა ძალა და რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






