დიდმა ,,ბორის გოდუნოვმა“ მიიერთა ფლორისტული ფრთა - გირჩი და სტაფილო - ზვიად კვაჭანტირაძე ბურჭულაძის შესახებ
სოც.მედია - 13:01, 13 Sep, 2016     1374
სააკაშვილისგან მართულ შოვინისტური და მავნე აზროვნების პიროვნებას უწოდებს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე პაატა ბურჭულაძეს. ამის შესახებ კვაჭანტირაძე საკუთარი ფესიბუქის გვერდზე წერ:

ზვიად კვაჭანტირაძე: პირველივე სატელევიზიო კომენტარში ვთქვი, რომ აუცილებლად ფიასკოს განიცდიდა, როგორც პოლიტიკოსი. მეორე კომენტარში კი ვთქვი, რომ ძალიან ძვირად იფასებდა მეთქი თავის თავს და მისი "გვერდში დგომა" ქართულ ოცნებას ამდენი არ გვიღირს მეთქი. არც გვიღირდა და არც ვენდობოდით. დღევანდელი განცხადებით ხომ ეს ყველაფერი ფაქტიურად დაადასტურა..

მისი განუზომელი მადის შესახებ ყოველთვის ყველასთვის ცნობილი იყო. მისი ნამდვილი დამოკიდებულებების შესახებ ქართული კულტურის კორიფეებთან კი ჯერ კიდევ გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს გავიგე და ძალიან განვიცადე...

ის მთლიანად სააკაშვილისგან იმართება. მას შემდეგ რაც მიხვდნენ, რომ ქართულ ოცნებასთან ფლირტი არ გამოვიდოდა გადაწყვიტეს ღია თამაში და საკუთარი თავის ახალ, მესამე ძალად წარმოჩენა. ამით თავისთან მიიტყუეს ბევრი გულწრფელი და პატიოსანი ადამიანი. მოსახდენი უნდა მომხდარიყო და საბოლოოდ დიდმა "ბორის გოდუნოვმა" ოდესაში წინასწარ დაწერილი გეგმის განხორციელება დაიწყო და მიიერთა ნაცმოძრაობის ორი ფლორისტული ფრთა- გირჩი და სტაფილო, რითაც პრაქტიკულად ნაცმოძრაობა- 2 შექმნა.

კაცი, რომელმაც ვერცერთ კრიტიკულ შეკითხვას მისი "საქველმოქმედო საქმიანობის" ფინანსური დეტალების შესახებაც კი პასუხი ვერ გასცა და რომელიც გვაოცებს თავისი ფსევდორელიგიური, მარაზმატიკული, შოვინისტური და მავნე აზროვნებით დღემდე დაბეჯითებით ლამობდა ჩვენთვის "პრემიერად მოვლინებას". ვფიქრობ იმდენი ჭკუა კი აქვს, რომ დღეს მაინც ხედავდეს რა ქაქაშიც აღმოჩნდა საკუთარი დიდი მეცადინეობით.

დავანებოთ თავი ჩემს შეფასებებს.

აი ნახეთ რას წერენ მასზე სხვები:

" Paata Kourdadze

ახლახან · Paris, Ile-de-France, France ·

ახლა პირველად ვუყურე პაატა ბურჭულაძის ინტერვიუს იმედზე. უნდა გითხრათ, რომ ეს კაცი ჩამოყელიბებული მეგალომანიაკია, ამდენი "მე" არც ერთი სხვა პოლიტიკოსისგან არ გამიგია. კოალიციის ლიდერს კი არა თავისივე ბორის გოდუნოვს გავს, რომელმაც "უმაღლეს ძალაუფლებას მიაღწია" ( Достиг я высшей власти!) მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებამდე… კოალიციის პარტიები მაგრად მკიდია, მე ჩემთან მოვიყვანე პიროვნებებიო - ზურა ჯაფარიძე და ვაშაძეო.. მოკლედ რაღაც ყვარყვარესა და გოდუნოვს შორისაა… მართლა არ მესმის ამას ხმა როგორ უნდა მისცე ნორმალურმა ადამიანმა, ან როგორ შეიზლებოდა საერთოდ ამ კაცის პოლიტიკურ გაერთიანებაში თუ პარტიაში შესვლა თუ თავად ავანტიურისტი არა ხარ. ამიტომ არავის არ ვუთანაგრზნობ ვინც გადაგდო, და კიდევ გადააგდებს, მხოოდ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ არჩევნებამდე იმდენს იზამს, რომ რაც შეიზლება ცოტა ხმას მიიღებს მისი საოცარი ფეოდალური კოალიცია.

არა და მართლა რა კარგად მღეროდა :( "

-----

P.S.

მე დიდი ხანია, 1993 წლის შემდეგ არც მისი სიმღერის მოსმენა მინდოდა უკვე. სულ თითიდან გამოწოვილი და კგბ- ს მიერ შექმნილი იყო მისი იმიჯი სსრკ-ს დროს და მაინც ყველას გვიხაროდა, რადგან ქართველი იყო და ჩვენი გვეგონა....





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42