„ეს სცდება პოლიტიკური დებატების ფარგლებს. მე შეფასება და სახელის დარქმევა მიჭირს, რა ჰქვია ამას, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, კონსტიტუციაზე, პოლიტიკურ პროცესზე, ვიღაცა მხარს უჭერდა, ვიღაცა არა, მაგრამ ასეთი მოპყრობა სახელმწიფოს, კონსტიტუციის და სიმართლის მიმართ არის დაუშვებელი. ასე რომ მე ბატონ ბიძინას მივმართავ, ეს არის ჩემი პასუხი იმაზე, რაც შესაძლოა მან კარგად ვერ გაიგო, კარგად ვერ აუხსნეს თუ ვერ მოუთარგმნეს. როდესაც მე ვთქვი, რომ არ ვარ დაინტერესებული ასეთი საკითხების საჯაროდ გამოტანით, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვიყავით, ერთად ვიღებდით პასუხისმგებლობას, ერთად ვიტანჯებოდით მეც და ბატონი ბიძინაც ამ საკითხებზე. მე ამ არჩევნებზე ძალიან ბევრი სხვა თემით მინდა ვესაუბრო ამომრჩეველს და არა იმით ამ 4-5 წლის განმავლობაში რა ჯოჯოხეთი გავიარეთ“-.
„მეუბნებიან რომ თითი თითზე არ დამიდია, საკონსტიტუციო მუშაობა ჩავაგდე და ასე შემდეგ. სირცხვილია ბატონო ბიძინა, არ შეიძლება. ამის მთქმელს სხვას აღარაფერს დაგიჯერებს ქართველი ხალხი და მე არ მინდა ქართველი ხალხი დარჩეს უავტორიტეტო ლიდერების ანაბარა,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






