დავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერის ბრალდებებს გამოეხმაურა. ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, საკონსტიტუციო კომისიის არასრულფასოვანი მუშაობასთან დაკავშირებით, უსუფაშვილი უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ კომისიაში ყველაზე აქტიურად თავად და რესპუბლიკური პარტია მუშაობდნენ, ხოლო „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დე ფაქტო ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ:
„გუშინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, მე ორმაგად ვწუხვარ, რომ ამ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მე ჯერ კიდევ მინდა მჯეროდეს, რომ იგი არის არასწორად მიწოდებული ფაქტების მსხვერპლი და თავად შეგნებულად არ ახდენს სიცრუის ტირაჟირებას, პოლიტიკოსებმა შეიძლება ბევრი რამ ვარგოთ ქვეყანას და ამასთანავე ვავნოთ, ჩვენი მხრიდან საზოგადოებისთვის ვნების მოტანის ერთ-ერთი მოკლე გზაა, ის რომ ჩვენი სიტყვები უფასურდება. მე არ მინდა რომ პოლიტიკოსების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები უფასურდებოდეს. ეს ეხებოდა კონკრეტულად საკონსტიტუციო კომისიას და პირადად ჩემს და რესპუბლიკელების წვლილს ამ კომისიის მუშაობაში. ჩვენ მოვისმინეთ, თითქოს თითი თითზე არ დაგვიდია და ჩვენი ბრალია თურმე, რომ საქართველოში პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა. ძნელად წარმომიდგენია ამაზე უფრო უსაფუძვლო ბრალდებები. მინდა მივმართო ქართული ოცნების ლიდერებს ვიკამათოთ საგნობრივად და ყველაფერი ნუ იქნება სიცრუეზე აგებული. თუ სხვას ვერაფერს მიძებნით ნაკლს, მაშინ გამოდით და ესე თქვით. ფაქტები შემდეგია, საკონსტიტუციო კომისიამ იმუშავა არა 4 წელი, არამედ წელწადი და შვიდი თვე. მომზადებული დოკუმენტების ნახევარზე მეტი არის ვახტანგ ხმალაძის წინადადებები, 2 თუ სამი არის ქართული ოცნების. პრობლემა იყო დასწრება. საკონსტიტუციო კომისიამ ვერ შეძლო მუშაობა, იმიტომ, რომ მას დე ფაქტო ბოიკკოტი გამოუცხადა ენმ-მ, იმიტომ რომ მას ამ 4 წლის განმავლობაში არაფერი ანაღვლებდა ამ ქვეყანაში, გარდა საკუთარი თავისა და ქართულმა ოცნებამ. იმის სამტკიცად, როგორც ბატონი ბიძინა იტყოდა, რომ მე ეს პერიოდი კი არ ვიჯექი და ველოდი რა მოხდებოდა, არამედ ძალიან აქტიურად ვმუშაობდი გუნდში წარმოგიდგენთ დოკუმენტებს.„- განაცხადა დავით უსუფაშვილმა და მედიას ის დოკუმენტები წარმოუდგინა, რომელიც ის პოლიტიკურ ძალებს კომისიაში მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდებდა.
მასალის გამოყენების პირობები






