თსუ-ის რექტორის არჩევნები - "ზეწოლა აკადემიურ საბჭოზე და ხელისუფლების ინტერესების გამტარი კანდიდატი"
პოლიტიკა - 13:02, 13 Sep, 2016     1739
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებს შესაძლოა დიდი ხმაური მოჰყვეს. სტუდენტთა უკმაყოფილების მიზეზი განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია შარვაშიძის კანდიდატურაა.

თსუ-ს სტუდენტების არგუმენტი ასეთია: "ყოფილი მაღალჩინოსნის, არჩევის შემთხვევაში, უნივერსიტეტი ავტონომიურობას დაკარგავს".

მეტიც, სტუდენტების ინფორმაციით, კანდიდატის მხარდასაჭერად აკადემიური საბჭოს წევრებზე ზეწოლას ახორციელებენ.

"ამ ადამიანის რექტორად დანიშვნა ნიშნავს უნივერსიტეტის ავტონომიაში ჩარევას. განათლების სამინისტრო შეეცდება შეიქმნას უნივერსიტეტში გარკვეული ჯგუფი, რომელიც სამთავრობო ინტერესს გაატარებს. ჩვენ ყველა ერთად დავდგებით, რომ დავიცვათ უნივერსიტეტის ავტონომია"- აღნიშნა სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა შოთა კეჟერაშვილმა.

გია შარვაშიძის კანდიდატურას ეწინააღმდეგება "აუდიტორია 115"-იც. სტუდენტური გაერთიანების წევრები თვლიან, რომ კანდიდატი ხელისუფლების მიერ ლობირებულია.

როგორც "ნიუპოსტს" "აუდიტორია 115"- ის წევრმა ნათია ქარჩილაძემ განუცხადა, მარტის აქციების დროს, სახელმწიფოს სწორედ შარვაშიძე წარმოადგენდა, თუმცა სტუდენტები ამ უკანასკნელმა მოატყუა.

"გია შარვაშიძემ უამრავი დაპირება მოგვცა, მაგალითად თვითმმართველობის გაუქმება, თუმცა არც ერთი მათგანი არ შეასრულა - მოგვატყუა. დღეს კი ასეთი ადამიანი რექტორობაზე იყრის კენჭს. მატყუარა ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, უნივერსიტეტის ხელმძღვანელი არ უნდა იყოს"- აღნიშნა სტუდენტმა.

მიუხედავად იმისა რომ "აუდიტორია 115"-ის წევრებისა და სტუდენტური თვითმმართველობის პოზიცია შარვაშიძესთან დაკავშირებით ემთხვევა, ნათია ქარჩილაძე "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ თვითმმართველობის პროტესტი შიშით არის გამოწვეული, რომ უცხო ადამიანის მისვლით თსუ-ს თვითმმართველობის გავლენა შესუსტდება.

"თვითმმართველობას ახალი ადამიანის მისვლა არ აწყობს. გია შარვაშიძის რექტორობის შემთხვევაში მათ არ იციან რა ბედი ელით. მათი სურვილია ამ პოსტზე შიდა კლანის წარმომადგენელი დაინიშნოს, რომელიც სასათბურე პირობებს დაახვედრებს თვითმმართველობას. ჩვენ კი არც შიდა კლანის წარმომადგენელი გვინდა და არც ხელისუფლების ინტერესების გამტარი შარვაშიძე"- თქვა "აუდიტორია 115"-ის წევრმა.

ნათია ქარჩილაძის ინფორმაციით, კანდიდატის მხარდასაჭერად აკადემიური საბჭოს წევრებზე ზეწოლას ახორციელებენ.

"მეც გავიგე ამის შესახებ. თუ აკადემიური საბჭო ქმედითუნარიანია, თუ მას შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და უნდა უნივერსიტეტი დამოუკიდებელი იყოს, მაშინ ამ ზეწოლის შესახებ ხმამაღლა უნდა განაცხადოს"- დასძინა თსუ-ს სტუდენტმა.

სტდენტთა პროტესტზე კომენტარი გააკეთა თავად რექტორობის კანდიდატმა გია შარვაშიძე იმედოვნებს, რომ პროცესები გამჭვირვალედ წარიმართება.

"მაქვს იმედი, რომ ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში იქნება, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. თუ ზეწოლის ფაქტები არსებობს, ის საჯარო უნდა გახდეს და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა, რომ არც ერთი მხრიდან მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონდეს"- აღნიშნა შარვაშიძემ.

ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით, თანამდებობიდან გუშინ გათავისუფლდა.

სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატთა განცხადების მიღების ვადა ხვალ იწურება. არჩევნები 23 სექტემბერს გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42