"მსგავსი ქმედებები ვერ მოუტანს შედეგს ქართულ ოცნებას" - ოთარ სირაძე საარჩევნო ბანერის დაზიანებაზე საუბრობს
პოლიტიკა - 12:07, 13 Sep, 2016     2479
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ოთარ სირაძის განცხადებით, მისი საარჩევნო ბანერების ნაწილი დააზიანეს, ნაწილი კი მოიპარეს.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კომპანია outdoor.ge-სთან ხელშეკრულება გააფორმა, საქართველოს ტერიტორიაზე სარეკლამო სტენდებზე მაჟორიტარი კანდიდატების ბანერების განთავსების მიზნით.

ბანერი 4 რაიონში უნდა განთავსებულიყო: ონში, ცაგერში, ლენტეხსა და ამბროლაურში.
8 სექტემბერს კომპანიამ ჩემი ბანერები სტენდებზე განათავსა და სწორედ მაშინ დაიწყო გაუგებრობები.

კერძოდ, ქალაქ ონში, დღის 3 საათზე, ცენტრალურ მოედანზე, სადაც ავტოსადგურია, 10-ზე მეტი მაღაზია, დღემდე დაუდგენელმა პირმა საწვავი შეასხა სარეკლამო დაფას და ცეცხლი გააჩინა, შედეგად ბანერი დაიწვა.

იმ დღესვე ონის რაიონულ სამმართველოში შევიტანე განცხადება, რომ გამოძიება დაწყებულიყო. ამ ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავდა, თუმცა დუმილი ამჯობინეს. ამის მიუხედავად, ყველამ კარგად იცის ვინ ჩაიდინა. იმედს ვიტოვებ არჩევნებამდე გამოიძიებენ ამ საქმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საფუძვლიანი ეჭვი გვექნება, რომ ეს ყველაფერი პოლიციასთან შეთანხმებით მოხდა.

შემდეგ ცაგერსა და ლენტეხში ცენტრალურ მოედანზე უშუალოდ ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დავალებით ჩამოხსნეს ჩემი ბანერი და მეორე დღეს კი ქართული ოცნების კანდიდატის სარეკლამო ბანერი განათავსეს.

მინდა მივმართო ქართულ ოცნებას, არჩევნებს პლაკატები და ბილბორდები ვერ იგებს. ქართულ ოცნებას ჰქონდა შესაძლებლობა ებრძოლა 4 წლის გამნმავლობაში უმუშევრობასთან, კრიმინალთან და სიღარიბესთან, მაგრამ ეს წლები ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დევნას მოანდომა.

მე არ მჭირდება სარეკლამო ბანერები გამარჯვებისთვის. მსგავსი ქმედებები ვერ მოუტანს შედეგს ქართულ ოცნებას, თუმცა 8 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვებით ვუპასუხებთ ამ უზნეობას და ჩვენ გამარჯვებაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის.“- განაცხადა სირაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42